„პედაგოგების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესის მოლოდინი ამ ეტაპზე არც იყო“ – თამარ სანიკიძე
განათლებისა და მეცნიერების მიინისტრ თამარ სანიკიძის შეფასებით, იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე დადებული შედეგები სახარბიელო არ არის, თუმცა არც სავალალოა.
როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, პედაგოგებს წინ კიდევ სამი წელი აქვთ და წელიწადში გამოცდაზე 2–ჯერ გასვლის შესაძლებლობა გააჩნიათ.
„რა თქმა უნდა შედეგი სახარბიელო არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, უკეთესის მოლოდინი ნამდვილად არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ წინა მთავრობიდან მოყოლებული, ეს პრობლემა მუდმივად არსებობს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოომ შეცვალა მიდგომა, ყველაფერს ვაკეთებთ პედაგოგთა ხელშეწყობისთვის. შეიქმნა ახალი სისტემა რომელიც მთლიანად მორგებულია პედაგოგების საჭიროებაზე. შარშან მოხდა სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება. ეს პროცესი რომ 5 წლის წინ მომხდარიყო დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, შედეგების გაუმჯობესება აუცილებლად მოხდება და არც თუ ისე შორეულ მომავალში.
„დიდი რაოდენობა იყო პედაგოგების, რომლებსაც ზღვარის გადასალახად დააკლდათ 0,5; ერთი ან ორი ქულა, რაც იმას ნიშნავს იმას, რომ ისინი გამოცდის პოტენციური ჩამბარებლები არიან. შესაბამისად, მდგომარეობა არც ისე სავალალოა, მითუმეტეს ახლა, როდესაც ხელისუფლებამ გამოსავალი იპოვა,“–განაცხადა მინისტრმა.
Aris.ge-განათლების კითხვაზე, ხომ არ გართულდა საგამოცდო ტესტები მინისტრმა უპასუხა, რომ ტესტების სირთულე ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის იანვარში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე პედაგოგების საგნის გამოცდის დეტალური მონაცემების გასარკევად Aris.ge-განათლებამ საჯარო ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. მონაცემების მიხედვით ირკვევა,რომ წელსაც შარშანდელის მსგავსად შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის.
სულ გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრიდა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 6 477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი 83%–მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა
ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა
ეკა არის© წივწივაძე
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება