ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა
2015-16 სასწავლო წელი ყველაზე დიდი საიხლეებით პედაგოგებისთვის დაიწყო. პროფესიული განვითარების ახალი სქემის იმპლემენტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. პედაგოგების კატეგორების მიხედვით გადანაწილება კი თვის ბოლომდე დასრულდება. სავარაუდოდ, შემოდგომა მთლიანად დასჭირდება ,,გარე დაკვირვების” კომპონენტის პილოტირებას. Aris.ge-განათლების მკითხველი უკვე ინფორმირებულია, რომ გარე დაკვირვებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს. თუმცა, ვიდრე გამოცდების ცენტრი გარე დაკვირვების პროცესს დაიწყებს Aris.ge-განათლება მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული პრაქტიკოსი პედაგოგების საგნის გამოცდის შედეგებით დაინერტესდა. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რამდენი პრაქტიკოსი პედაგოგი გავიდა თითოეული საგნის გამოცდაზე და რამდენმა შეძლო კომპეტენციის დადასტურებისთვის საჭირო ქულათა 60%-ის დაგროვება. ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ციფრობრივი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ და დამატებითი კითხვებით ცენტრის დირექტორს მივმართეთ.
საგნის გამოცდაზე სულ 17 089 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, გამოცდაზე გამოცხადდა 11 315, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 2001-მა გადალახა.
2015 წლის პედაგოგთა გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მია მიმინოშვილმა შემდეგი სიტყვებით შეაფასა: ,,უკმაყოფილო ვარ იმით, რომ დარეგისტრირებული პედაგოგების 33% გამოცდაზე არ გამოცხადდა“. მაია მიმინოშვილის თქმით, გამოცდისთვის სათანადოდ მომზადებას დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება და ეს რესურსი იკარგება როდესაც პედაგოგი გამოცდაზე გამოსვლას მოულოდნელად გადაიფიქრებს”.
,,მე არ ვიცი რა იყო მიზეზი იმის, რომ ასეთი დიდი რაოდენობა გამოცდაზე არ გამოცხადდა. ვფიქრობ, რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ამ პროცესს. ნამდვილად არ ჯდება იაფი ფინანსური თვალსაზრისით ამ პროცესიის სრულყოფილად მომზადება. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს მდგომარეობა მომავალში გამოსწორდება,”- განაცხადა მიმინოშვილმა.
მაია მიმინოშვილმა თავი შეიკავა იმ ციფრის დასახელებისგანა, რომელიც პედაგოგების გამოცდაზე ,,ჩაჭრის” მაჩვენებელს აღნიშნავს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს ამ ინფორმაციას მასწავლებლები მტკივნეულად აღიქვამენ.
,,შედეგები წინა წილის მაჩვენებლიდან ბევრით არ განსხვავდება. არ მინდა ციფრებს აფიშრება გავუკეთო. პედაგოგებს აქვთ გარკევული ვადა და შეუძლიათ რამდენჯერმე სცადონ ბედი“.
ის ციფრები კი, რომელთა აფიშირებისგან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა თავი შეიკავა, Aris.ge-განათლებამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოიპოვა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე გამოცხადებული 2281 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 90-მა შეძლო. ამავე საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1334-მა პედაგოგმა ჩააბარა, თუმცა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სულ 175-მა გადალახა. დაწყებითის მათემატიკის გამოცდაზე გასული 1105 პრაქტიკოსი პედაგოგიდან გამოცდა წარმატებით 194-მა ჩააბარა. რაც შეეხება ბუნებისმეტყველებას, გამოცდაზე 522 პედაგოგი გავიდა, კომპეტენციის დადასტურება კი მხოლოდ 50-მა შეძლო.
საგნის გამოცდა ჩააბარეს იმ მასწავლებლებმაც, ვინც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან VII-XII კლასის ჩათვლით. არც მათი შედეგებია დაწყებით საფეხურთან შედარებით სახარბიელო: ქართული ენა და ლიტერატურა – გამოცდაზე გავიდა 573 და წარმატებით ჩააბარა 170-მა; მათემატიკა – გამოცდაზე გავიდა 742 და წარმატებით ჩააბარა 83-მა; ისტორია – გამოცდაზე გავიდა 599 და წარმატებით ჩააბარა 93-მა; გეოგრაფია – გამოცდაზე გავიდა 415 და წარმატებით ჩააბარა 11-მა; სამოქალაქო განათლება – გამოცდაზე გავიდა 453 და წარმატებით ჩააბარა 103-მა; ფიზიკა – გამოცდაზე გავიდა 289 და წარმატებით ჩააბარა 97-მა; ქიმია – გამოცდაზე გავიდა 312 და წარმატებით ჩააბარა 54-მა; ბიოლოგია – გამოცდაზე გავიდა 394 და წარმატებით ჩააბარა 70-მა;
რაც შეეხება უცხოურ ენებს, რომელიც I-XII კლასებს მოიცავს:
ინგლისური ენა – გამოცდაზე გავიდა 809 და წარმატებით ჩააბარა 282-მა; რუსული ენა – გამოცდაზე გავიდა 336 და წარმატებით ჩააბარა 162-მა; გერმანული ენა – გამოცდაზე გავიდა 35 და წარმატებით ჩააბარა 6-მა; ფრანგული ენა – გამოცდაზე გავიდა 16 და წარმატებით ჩააბარა 3-მა.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 352 პედაგოგი გავიდა, მათგან წარმატებული სულ 117 იყო. ქართული, როგორც მეორე ენა 259-მა პედაგოგმა ჩააბარა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 164-მა გადალახა.
წლევანდელ გამოცდაზე სიახლე იყო ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდა, რომელზეც სულ 691 პედაგოგი დარეგისტრირდა. გამოცდაზე გასული 497 მასწავლებლიდან კი ზღვარი 77-მა დაძლია. ,,ისტის” პედაგოგები წუხდნენ, რომ გამოცდა მოსალოდნელზე რთული იყო თუმცა, როგორც მიმინოშვილმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, საგამოცდო საკითხები მთლინად პროგრამული იყო.
,,თუ გადახედავთ სტანდარტს დარწმუდნებით ერთ რამეში რომ სტანდარტი არის მარტივი და ბუნებრივია შინაარსობრივი ნაწილის ტესტები სტანდარტის ფარგლებს არ სცდილდება. რთული ნამდვილად არ ყოფილა და ანალიზიც ამას აჩვენებს,“– განაცხადა მიმინოშვილმა.
– წელს რა სიახლეს შესთავაზებთ პედაგოგებებს?
– ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ დაგეგმილი გვაქვს მუსიკის პედაგოგების ტესტების დავალებების პილოტირება და ზაფხულში მზად ვიქნებით, ტესტი მათაც შევთავაზოთ. ფიზიკური აღზრდის პედაგოგებისთვის საგამოცდო ტესტების გამოცდის მომზადებას კი გაზაფხულზე დავიწყებთ.
– ახალი სქემის მნიშვნელოვანი პროცესი ,,გარე დაკვირვება” იწყება- ახლა რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები?
– პილოტირება დაიწყო, სამუშაოები ჩაიტარებას სავარაუდოდ, მთელ შემოდგომას მოვანდომებთ. 2016 წელს უკვე მზად ვიქნებით. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტრუმენტის დახვეწა უზრუნველვყოთ. პედაგოგისთვის ნათელი და მკაფიო უნდა იყოს თუ რა მოეთხოვება მას. პედაგოგი, რომელიც პილოტირებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მისთვის არ უნდა იყოს ეს პროცესი უცხო.
– როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა გაამართლებს?
– დაველოდოთ და ვნახოთ. ადამიანი იმედით ცოცხლობს. ახალი სქემაა, პილოტირების რეჟიმშია. პილოტირება ბევრ რამეს აჩვენებს. ვნახოთ, მთავრი და მნიშვნელოვანია პედაგოგს მოტივაცია ჰქონდეს წინ წასვლის. კანონი გვავალებს წელიწადში ორჯერ შევთავაზოთ გამოცდა. თუ ბარიერთან ახლოსაა მასწავლებელი პრობლემა არ არის. მაგრამ თუ ბარიერიდან შორსაა ვფიქრობ წელიწადში მეორედ გამოსცდაზე გასვლას აზრი არ აქვს.
60 821 პედაგოგიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 151-მა მიიღო – სქემაში გადანაწილების შედეგი
პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?
რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა პედაგოგებს? – თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება