იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა
2016 წლის იანვარში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე საუკეთესო შედეგი მხოლოდ რუსული ენის პედაგოგებმა აჩვენეს. გამოცდაზე გასული 186 მასწავლებლიდან გამოცდა წარმატებით 103 პედაგოგმა ჩააბარა, რაც დაახლოებით 56 %-ია.
პედაგოგების საგნის გამოცდის დეტალური მონაცემების გასარკევად Aris.ge-განათლებამ საჯარო ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. მონაცემების მიხედვით ირკვევა,რომ წელსაც შარშანდელის მსგავსად შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის.
სულ გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრიდა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 6 477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი მხოლოდ 1101–მა გადალახა ზღვარი, 83%–მა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, ანუ ქულათა 60% ვერ დააგროვა.
ყველაზე ცუდი შედეგები VII -XII კლასის მათემატიკის მასწავლებლებს აქვთ. გამოცდაზე გასული 381 პედაგოგიდან დავალებას თავი წარმატებით მხოლოდ 26–მა გაართვა. I-VI კლასის მათემატიკის 704 პედაგოგიდან კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 178–მა მასწავლებელმა გადალახა.
ასევე, ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვთ დაწყებითი კლასების პედაგოგებს. გამოცდაზე გასული 1167 პედაგოგიდან მინიმალური ზღვარი 1073 ვერ გადალახა.
I-VI კლასის ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული 848 პედაგოგიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 93 გადალახა. თუმცა ცოტა უკეთესი შედეგი აქვთ ქართული როგორც მეორე ენის პედაგოგებს – გამოცდაზე გასული 189 პედაგოგიდან გამოცდა წარმატებით 93 ჩააბარა, რაც დაახლოებით 50%ია.
რაც შეეხება ინგლისური ენის I-XII კლასის პედაგოგებს – გამოცდაზე 458 პედაგოგი გავიდა, წარმატებით მათგან 83 მასწავლებელმა დაასრულა.
რაც შეეხება სხვა საგნების პედაგოგთა მონაცემებს:
ქიმიის გამოცდაზე 154 პედაგოგი გავიდა – მინიმალური კომეპეტნციის ზღვარი 26–მა გადალახა.
ფიზიკის საგნის 182 მასწავლებლიდან გამოცდას თავი წარმატებით მხოლოდ 35–მა გაართვა.
ბუნებისმეტყველების 303 მასწავლებიდან მხოლოდ 27–მა შეძლო გამოცდის ჩაბარება.
ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 366 პედაგოგიდან ზღვარი 45–მა გადალახა.
სამოქალაქო განათლების 221 მასწავლებლიდან კომპეტენციის დადასტურება 48 პედაგოგმა დაძლია ტესტი.
გამოცდა ჩაბარებულად გეოგრაფიის 50 პედაგოგს ეთვლება, მაშინ, როდესაც გამოცდაზე 254 პედაგოგი გავიდა.
როგორც ცნობილია იანვრის გამოცდაზე მოქმედ პედაგოგებთან ერთად 703 მასწავლებლობის მსურველიც იყო დარეგისტრირებული. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, როგორი შედეგი აჩვენეს არამოქმედმა პედაგოგება. თუმცა ამ კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.
,,რაც შეეხება თქვენ მოთხოვნას მოგაწოდოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცალ-ცალკე, როგორც მოქმედი მასწავლებლების, ასევე მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტების თაობაზე, გაცნობებთ, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ არის ინფორმაცია აღნიშნული სახით დამუშავებული,”- ნათქვამია ,,ნაეკის” პასუხში.
სისტემა თუ პედაგოგები – ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი შედეგზე?!
ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა
2016 წლის იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები
“24 ათას პედაგოგს და ყველა სკოლის დირექტორს ძალიან ცხელი ზაფხული ელოდება”
ეკა არის© წივწივაძე
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება