GE

პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი)

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია მოამზადა.

იხილეთ:

პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია

საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელ მოსწავლეს კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა.

რა უნდა იცოდეთ საგარანტიო მომსახურებისა და კომპიუტერის ადმინისტრირებაზე

კომპიუტერზე ვრცელდება 1 წლიანი გარანტია. ქარხნული წუნის ან მწყობრიდან გამოსწვლის შემთხვევაში (არ იგულისხმება ფიზიკური დაზიანება) გთხოვთ მიმართოთ შესაბამის სერვის ცენტრებს. თბილისი – ჭავჭავაძის 17ა, +995 (32) 222-0505 ბათუმი – ნოე ჟორდანიას 21, 597 708-800, 0422 25 25 75 თელავი – აღმაშენებლის 52ბ, +995 (32) 220-0202 ქუთაისი – თამარ მეფის 95, 568 44 59 59, +995 0431 24 38 54 გორი – ცაბაძის 7, 595 55 70 69, +995 03702297996

პროგრამული დაზიანების შემთხვევაში – გთხოვთ მიმართოთ ნებისმიერ კომპიუტერულ სერვის ცენტრს სადაც შეძლებენ სისტემის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნებას (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა წაიშალოს თქვენი პირადი მონაცემები. აღნიშნულის შენახვისთვის აუცილებლად აცნობეთ წინასწარ შესაბამისი სერვის ცენტრის წარმომადგენელს).

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კომპიუტერში ავტორიზაციის პროცესის მოწყობა ე.წ. PIN კოდის გამოყენებით. დეტალური ინსტრუქციისთვის იხილეთ შესაბამისი ინსტრუქცია:

  • მოსწავლის ანგარში სარგებლობს ადმინისტრატორის უფლებებით. აქედან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების ჩაწერა/წაშლა დამატებით სპეციალისტის ჩარევის გარეშე. გთხოვოთ გაითვალისწინოთ, რომ კომპიუტერის მეხსიერების გადავსება ან/და სისტემური პარამეტრის(ების) ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის გაუმართაობა ან ხარვეზებით მუშაობა.
  • „ბუკში“ უკვე ჩაწერილი და ასევე სხვა თამაში/პროგრამები ასევე სისტემური ფაილი შეგიძლიათ იხილოთ el.ge ზე და buki.emis.ge
  • Microsoft Teams ის და ასევე სხვა ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ EL.GE ზე
  • პაროლის ან/და ანგარიშის სახელის დავიწყების/დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენეთ პორტალი reset.emis.ge (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში მშობლის მობილურის ნომერი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სკოლების მართვის სისტემა eschool ში დამადასტურებელი SMS ის მისაღებად).
  • შესაძლებელია ასევე უშუალოდ Microsoft ის ანგარიშში (email.mes.gov.ge) მიუთითოთ სასურველი მობილურის ნომერი და უკვე სკოლის ჩართულობის გარეშე შეძლებთ პაროლის განახლება/აღდგენას. აღნიშნულ პორტალზე ასევე შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული რესურსების მოძიება.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში უბრუნებს მოსწავლე სკოლას საჩუქრად გადაცემულ ბუკს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური