პრემიერი: საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონის პროექტები წარმოადგინა. ინიციატივების მიხედვით, როგორც პრემიერმა განმარტა, საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
“ეს კოდექსი თვისობრივად ცვლის ადამიანის უფლებების დაცვის დონეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში და ვფიქრობ, რომ ეს იქნება თვისობრივი ცვლილება საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება. მინდა სასჯელაღსრულების მინისტრს ცვლილებების დანერგვის პროცესში წარმატებები ვუსურვო,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
24 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია
by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო საგნები, რომლებშიც ვერცერთმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ვერ მიიღო – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
by ARIS.GE-განათლება