პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2025 წლის 30 ივნისს ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში კონფერენციის მონაწილეებს მიულოცა უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღი და უსურვა შემდგომი წარმატებები სამეცნიერო ცხოვრებაში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ციური დურული, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და ამავე სამსახურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი ყაზიშვილი.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი მოხსენებები გადანაწილდა შემდეგ სექციებში:
ლიტერატურა;
ლინგვისტიკა;
ისტორია;
განათლება;
მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი;
ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და ტურიზმი;
სოციალური მეცნიერებები, სამართალი და საჯარო მმართველობა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ციკლი გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი