ქუთაისის უნივერსიტეტმა “მან-სან-კანის” მეგობრულ ფესტივალს უმასპინძლა
ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი მხიარულ და მეგობრულ თამაშს მასპინძლობდა.
თამაშში მონაწილეობას იღებდა 4 გუნდი: წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “ქსუ”, ქუთაისის დამოუკიდებელი გუნდები: “იშვიათი იმერლები” (ჯუნიორი) და “სკვაზნიაკი”, ასევე მასპინძელი უნივერსიტეტის ნაკრები გუნდი “სენსაცია”.
კონკურსი მიმდინარეობდა შემდეგ ნომინაციებში: მისალმება, კითხვა-პასუხი და ფოტოკონკურსი. (ფოტოზე კომედიური კომენტარები).
თამაშს აფასებდა კომპეტენტური ჟიურის წევრები: იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პრეზიდენტი – რამაზ კილასონია, ტევე – 1 არხის ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე, ქუთაისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის და მობილობის პროცესების მენეჯერი თინათინ მეფარიშვილი, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია ჟორჟოლიანი და რექტორი დავით თვალთვაძე.
თამაში დასრულდა შემდეგი შედეგით: პირველი ადგილი წილად ხვდა გუნდ “სკვაზნიაკ”-ს, მეორე ადგილი – “სენსაცია”, მესამე ადგილი – “ქსუ”.
გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე გოგონა – თამარ ხაჩიძე (სენსაცია), საუკეთესო მოთამაშე ბიჭი – გიგა ჩოგოვაძე ( იშვიათი იმერლები) , ჟიურის სიმპატია კი გახდა გუნდი “სენსაცია”.
თამაშს უძღვებოდა კომედი შოუს მსახიობი და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი თემურ ნიქაბაძე.
-
ქუთაისის უნივერსიტეტში მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის – პროგრამები, ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა
by ქუთაისის უნივერსიტეტი