ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” ქუთაისის უნივერსიტეტში არსებული კონფუცის კლასის მიერ განხორციელდება ჩინურ ენის შესწავლა სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალისთვის.
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი უზრუნველყოფს სასწავლო კურსების Hsk1 და Hsk2 დონეებზე მოსწავლეების და პერსონალის მომზადებას. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდას და მოსწავლეებს შეუქმნას მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება.
მემორანდუმს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ, კონფუცის კლასის ქართველმა დირექტორმა გიორგი დათუაშვილმა, ჩინეთის მხარის დირექტორმა ჟუ ძიანბინგმა და სკოლა “პროგრესის” დირექტორმა ნათია კილაძემ მოაწერეს ხელი.
- ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა by ქუთაისის უნივერსიტეტი
- ქუთაისის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” დაიწყო by ქუთაისის უნივერსიტეტი
- ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს ზამთრის სკოლა: “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” გაიხსნა by ქუთაისის უნივერსიტეტი