GRUNI-ში, საერთაშორისო პროგრამა Erasmus+-ის მობილობის ფარგლებში, ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი მუშაობდა
8-12 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროგრამა Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი, ვიქტორ ხიმენეს რივერა მუშაობდა.
უნივერსიტეტის მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გაიმართა სამუშაო შეხვედრები: უნივერსიტეტის რექტორთან – პროფესორ მამუკა თავხელიძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელთან – თამარ თავხელიძესთან, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანთან – რექტორის მოადგილე ვახტანგ ჭარაიასთან, ბიზნესის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელთან – თენგიზ თაქთაქიშვილთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილესთან – გიგა თვაურთან, პროფ. გიორგი მომცემლიძესთან, პროფ. ლევან თეზიაშვილთან, პროფ. ზურაბ აზნაურაშვილთან.
შეხვედრებზე უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების, გლობალურ საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის, გაცვლითი პროგრამების განხორციელების, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები განიხილეს.
სტუმარმა გრუნის აკადემიურ პერსონალთან იმუშავა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით: მოხდა სილაბუსების გადახედვა და დისკუსია, შემუშავდა ერთობლივი სამომავლო კვლევითი თემატიკა, სტუმარი ლექტორის ფორმატით ჩატარდა რამდენიმე მეცადინეობა სტუდენტებთან.
აკადემიური საქმიანობის ფარგლებში, ვიქტორი დაესწრო მოწვეული იაპონელი პროფესორის, ნორიაკი ნისიამას საჯარო ლექციას, რითაც უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლის გარემო კიდევ უფრო გაამდიდრა.
-
GRUNI-ს მკვლევართა სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს ყველაზე მასშტაბური პროექტი – teen academy დაიწყო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი