„არა მხოლოდ დასვენება, არამედ აღდგენა“ – როგორ გავატაროთ შაბათი და კვირა დატვირთული მეცადინეობის შემდეგ
ავტორი: ქეთევან მჭედლიშვილი – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
როგორ გავატაროთ შაბათი და კვირა დატვირთული მეცადინეობის შემდეგ? – სწავლის და შრომის კვირის ბოლოს, როგორც ბავშვებს, ისე უფროსებსაც, სჭირდებათ სუნთქვის აღდგენა – დრო, როცა ტვინი და გული ცოტა „ჩერდება“, რომ ისევ შეძლოს ქმნა და სწავლა.
ბავშვები მთელი კვირა უსმენენ, იმახსოვრებენ, წერენ, ფიქრობენ… ხშირად ველით, რომ დასვენების დღეებშიც რაღაც „სასარგებლო“ გააკეთონ, მაგრამ სწორედ ეს ზედმეტი „სასარგებლო“ გვართმევს ყველაზე ძვირფასს – მათ შინაგან ენერგიასა და მოტივაციას.
შაბათი და კვირა უნდა იყოს არა მხოლოდ დასვენება, არამედ აღდგენა. ამ დღეებმა ბავშვს უნდა მისცეს:
მოძრაობის თავისუფლება – სეირნობა, ბუნებაში ყოფნა, თამაში;
შემოქმედება – ხატვა, ძერწვა, მუსიკა, ხელსაქმე, ფანტაზიის სივრცე;
სიჩუმე – დრო საკუთარ თავთან, რომ შეძლოს ფიქრი და სიმშვიდე;
ოჯახური სიახლოვე – როცა ბავშვი გრძნობს, რომ უბრალოდ უყვართ და არავინ აფასებს მხოლოდ ნასწავლით.
მშობლებო, ნუ ეცდებით, შაბათ-კვირა „გამოიყენოთ“ დამატებითი მეცადინეობისთვის. ეს დრო გულის სუნთქვას უნდა მიეცეს. როცა ბავშვი სწავლობს მშვიდად, სიხარულით, მაშინ ტვინიც უკეთ იმახსოვრებს და გონებაც იხსნება.
ასევე იხილეთ:
სახიფათო ფრაზები მოსწავლისადმი და მათი ალტერნატივა – რა ვუთხრათ და რა არა
რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომელიც დაიკარგა – სპეციალისტის რჩევები მშობლებს
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები