კომაროვის სკოლის გუნდი „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2025-2026“-ის გამარჯვებულია
კომაროვის სკოლა „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2025-2026“-ის გამარჯვებულია.
სკოლის მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფინალურ ტურში ერთმანეთს 199-ე და 172-ე სკოლები დაუპირისპირდნენ, სადაც კომაროვის სკოლის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება, ანგარიშთ 2-0, მოიპოვა.
პროექტის ფარგლებში, კომაროველი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო კაპიტანი – გიორგი კილაძე;
- საუკეთესო ასისტი – ალექსანდრე ქელდიაშვილი;
- საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკოლოზ მექვაბიშვილი.
ნომინაციაში საუკეთესო მწვრთნელი – დაჯილდოვდა კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული და ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი დავით კეფაშვილი.
სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით გაიმართა. დედაქალაქის მასშტაბით „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2025-2026“-ში 50 სკოლა მონაწილეობდა.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის სკოლის სპორტის მასწავლებლებს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგისათვის, ასევე პროექტის იდეის ავტორებსა და სასკოლო ლიგის ორგანიზატორებს. გამარჯვებულებს კი ულოცავს ამ საერთო წარმატებას!
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა