გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
17 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „განათლება და ინოვაციები“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვა.
მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო ორასზე მეტი მოხსენება შემდეგ სექციებში:
- ისტორია;
- ფილოლოგია;
- სოციალური მეცნიერებები და სამართალი;
- ბიზნესი, ეკონომიკა და ტურიზმი;
- განათლება და პედაგოგიკა;
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- მათემატიკა და ინფორმატიკა;
- სპორტი და სპორტის მენეჯმენტი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი