„ევროპის უნივერსიტეტში“ აბიტურიენტებისთვის ვებ-ტექნოლოგიებზე ვორკშოპი გაიმართა
15 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ მოსწავლეებისთვის ვორკშოპი, თემაზე – „ჩემი პირველი ვებგვერდი“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 16 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებს სიტყვით „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა, ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიმართა, ხოლო ვორკშოპი „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა, ანრი მორჩილაძემ ჩაატარა.
შეხვედრას მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროგრამირებით და ვებ-ტექნოლოგიებით.
ვორკშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ვებგვერდი, რა არის HTML, CSS და JavaScript, როგორ კითხულობს ბრაუზერი ვებდოკუმენტებს და როგორ ეწყობა ვებ-გვერდის სტრუქტურა.
ვორკშოპი მოიცავდა:
- HTML: გვერდის სტრუქტურის შექმნა – სათაურები, ტექსტები, სურათები, ბმულები;
- CSS: გვერდის დიზაინის შექმნა – ფერები, ფონტები, განლაგება, ვიზუალური ელემენტების სტილი;
- JavaScript: მარტივი ინტერაქტიულობა – ღილაკზე დაჭერისას ტექსტის შეცვლა, შეტყობინების გამოჩენა, მცირე ეფექტები.
ვორკშოპის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ვებგვერდი შექმნა.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ილია ბოცვაძემ და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელმა, ბესიკ ტაბატაძემ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცეს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი