SANGU-ს 6 წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU ) წარმატებით გაიარა ინსტიტუციური შეფასება და 6 წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნივერსიტეტმა 16 დეკემბერს გამოაქვეყნა.
როგორც SANGU-ში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხს, მყარ აკადემიურ სტანდარტებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვას.
„მადლობას ვუხდით აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდს, სტუდენტებსა და ყველა პარტნიორს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობდა. წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები და შესაძლებლობები გველის!“, – აცხადებენ SANGU-ში.
-
SANGU-ში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, NextGen Business Forum-ი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სერბეთში იმყოფებოდნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი