ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს ზამთრის სკოლა: “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” გაიხსნა
ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის ჟან მონეს ზამთრის სკოლა: “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერმა პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
“მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტების სტუდენტებს არა მარტო განათლების, არამედ განვითარების საშუალებასაც აძლევენ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამდენი ახალგაზრდა ჩაერთო ევროკავშირის პროექტში. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები ბევრს სასარგებლო უნარ-ჩვევას გამოიმუშავებენ, რაც მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება”, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის გოჩა თუთბერიძის განცხადებით, პროექტის მიზანია ევროპის ციფრული სტრატეგიის ძირითადი მიზნების და ამოცანების ახალგაზრდებამდე მიტანა.
“ევროკავშირის ათწლიანი გეგმა ევროკავშირის ქვეყნებსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრულ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. 2020-2030 წლების სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია: მოქალქეების ციფრული უნარების გაზრდა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ბიზნესში, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება; ასევე, სახელმწიფო სერვისების დიჯიტალიზაცია ანუ ონლაინ მიწოდება და სხვა. ჩვენი პროგრამაც სწორედ ევროკავშირის მიერ დასახული ამოცანების გაზიარებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.
ზამთრის სკოლა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სესიები ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე ჩატარდება.
პროექტის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ.
ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებულ ახალი პროექტის მოზადებაში და მის წარდგენაში შესაბამის ფონდებში, ასევე ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება „ქუთაისის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა და სხვა.
- ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა by ქუთაისის უნივერსიტეტი
- ქუთაისის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” დაიწყო by ქუთაისის უნივერსიტეტი
- ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ქუთაისის უნივერსიტეტი