ქუთაისის უნივერსიტეტში პროექტის “ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN) – 2018” პრეზენტაცია გაიმართა
23 მაისს მოეწყო ინფორმაციული შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროექტ ,,ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN) – 2018“ -ის საინიციტიავო ჯგუფის მიერ.
პროექტი დაფინანსებულია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამა -UNDP-ის მიერ.
პროექტის მიზანი გახლავთ ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება.
პროექტის პირობების პრეზენტაციამ საკმაო დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებს შორის და დაისვა შეკითხვები უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
ქუთაისის უნივერსიტეტში იმედოვნებენ, რომ ს სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ,,ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN) – 2018“-ის მიმდინარეობის პროცესში.
რეგისტრაციის მსურველებმა იხ. ელექტრონული აპლიკაციის ფორმა.
-
ქუთაისის უნივერსიტეტში მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის – პროგრამები, ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა
by ქუთაისის უნივერსიტეტი