რა ჩაითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად – ცვლილება ბავშვის უფლებათა კოდექსში
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, ცვლილება შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსის იმ პუნქტში, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას განსაზღვრავს.
ცვლილების შემდეგ განმარტება ასე ჩამოყალიბდა:
„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაცია.
„აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი“.
ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამავე თემაზე:
-
„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ
by ARIS.GE-განათლება
-
„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება – ყველა ეტაპი და ვადები
by ARIS.GE-განათლება