რა ჩაიწერება ქვეყნიდან გასულ წვევამდელთა გამოძახების შესახებ „თავდაცვის კოდექსში“ – ცვლილება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს დღეს, 14 სექტემბერს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა და განხილვა დაასრულა. კოდექსის კენჭისყრამდე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საკითხზე მომხსენებელს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს ის სარედაქციო ცვლილებები გააცნო, რომელიც კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე მოამზადა.
ერთ-ერთი ასეთი ცვლილება შეეხო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საქართველოდან დროებით გასულ საქართველოს მოქალაქეების გამოძახების წესს. ცვლილების თანახმად, „დაუყოვნებლივ“ დაბრუნების ნაცვლად, პროექტში „გონივრულ ვადაში“ დაბრუნება ჩაიწერება.
კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.
ამავე თემაზე:
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
„სტუდენტები, ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, შეძლებენ, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ“
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE