GE

რას ამბობენ ზოგადი უნარების გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე საგამოცდო დღე ზოგად უნარებს ეთმობა. უკვე დასრულდა პირველი სასესიო პერიოდი. გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა  Aris.ge-განათლებასთან საუბარში გამოცდის სირთულის დონე შეაფასეს.

ნათია თოხაძე: ,,შედარებით რთული იყო ანალოგიები,  თითქმის ყველაფერი პროგრამული იყო. მათემატიკური უფრო მარტივი იყო, ვერბალური შედარებით რთული. არადა პირიქით ველოდი, მეგონა მათემატიკური ნაწილი უფრო გამიჭირდებოდა.

ნონა გომელაური: “გამოცდა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, დამკვივებლებიც კარგად გვექცეოდნენ, მე პირადად მათემატიკური ნაწილი უფრო გამიჭირდა, ვიდრე ვერბალური. თუმცა ყველაფერი პროგრამული იყო”.

ლევან ჭელიძე: “მათემატიკურიც გამიჭირდა და ვერბალურიც, თუმცა საკმაოდ დიდი ხანი ვემზადებოდი. მიუხედავად ამისა, ზღვარის გადალახვის პრობლემა არამგონია შემექმნას. 40-დან ზემოთ ველოდები. დროის პრობლემა არ შემქმნია, ერთი საათით ადრეც გამოვედი”.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდაზე არგამოცხადებული აბიტურიენტების რაოდენობას პირველ სესიაზე 4% – იყო. მეორე სესიის შედეგებით კი, არ გამოცხადდა აბიტურიენტების 3%. გარდა ამისა, რუსთავის საგამოცდო ცენტრში დაგვიანების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 

როგორც მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა Aris.ge – განათლებასთან ამბობს, მარტივ დავალებებს არც ელოდნენ და როგორც ვერბალური, ისე მათემატიკური ნაწილი საშუალო სირთულის იყო.

თიკო მირიანაშვილი: “გამოცდა საშუალო სირთულის იყო, მე მათემატიკური ნაწილი უფრო გამიჭირდა, თუმცა არაფერი არ მოსულა არაპროგრამული ნაწილიდან. დრო საკმარისი იყო, მაგრამ მე თითქმის ბოლომდე დავრჩი. რაც შეეხება ქულას, სიმართლე გითხრათ, ახლა ვერც კი ვაზროვნებ. ვერ ვიტყვი, რა ქულაზე შეიძლება მქონდეს პრეტენზია”.

ნიკა გოგიშვილი: “მათემატიკური ნაწილი შედარებით უფრო რთული იყო ვიდრე ვერბალური. ჩემი აზრით, ვერბალურისთვის დრო საკმარისი არ იყო. საგამოცდო დროს თუ გაზრდიან ურიგო არ იქნება. ცოტათი ცხელოდა, თუმცა გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა”

სალომე პავლიაშვილი: “საშუალო სირთულის იყო, უფრო მარტივს ნამდვილად არ ველოდი. ვერბალურიც და მათემატიკური ნაწილიც თითმის ერთნაირი სირთულის იყო”.

შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ერთიანი ეროცნული გამოცდების ფარგლებში სავალდებულო გამოცდაა და მას თითქმის 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს. ზოგადი უნარების გამოცდა ხვალაც ორ სესიად ჩატარდება.

„ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა”

რას ამბობენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური