GE

რატომ არ გვირეკავენ? – უპასუხო CV რეზიუმე

რეზიუმეს რეგულარული გაგზავნა არანაირ შედეგს არ გაძლევთ? რა წერია მასში არასწორად? რა არ მოსწონს დამსაქმებელს? რატომ არ გიბარებენ ინტერვიუზე? ყოველივე ამის შესახებ, ჩვენი სტატია მოგითხრობთ.დამეთანხმებით, რომ ეს კითხვა სავსებით ლოგიკურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნეთ რეზიუმე 15 სხვადასხვა კომპანიაში 25 განსხვავებულ ვაკანსიაზე.

პასუხი მარტივია: უბრალოდ ეზარებათ + თქვენი რეზიუმე არავის აინტერესებს.
ეზარებათ – იმიტომ, რომ ეს ბუნებრივია. ადამიანს, რომელიც დაკავებულია პერსონალის ძიებით, აქვს უამრავი დავალება, რის გამოც ამდენივე მიზეზი, რათა ყურადღება არ მიაქციოს თქვენს „ნაჯღაბნს“.

არ გეწყინოთ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. კანდიდატთა უმრავლესობა უბრალო – „სპამერია“, რომლებიც აგზავნიან უაზრო რეზიუმეებს, არ უკვირდებიან ვაკანსიაში მითითებულ მოთხოვნებს. გზავნიან იმის იმედად, რომ ვინმე დაურეკავს, მიიწვევს ინტერვიუზე და შემდეგ გაარკვევენ.
მიუხედავად ამისა, თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ საკუთარ თავზე, უმრავლეს შემთხვევაში, თქვენ სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უკვე გამოგეხმაურებოდნენ, მიგიწვევდნენ შეხვედრაზე.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. გავერკვიოთ
წაიკითხეთ თქვენი რეზიუმე იმის თვალით, ვისთვისაც იგი გამიზნულია, გაკმაყოფილებთ კი რასაც ხედავთ?

2. ჩავატაროთ ექსპერიმენტი
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო სამი ვაკანსია. გამოყავით თქვენს რეზიუმეში ყველა სტრიქონი, რომლებიც სრულად შეესაბამება მითითებულ მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანია! არ გამოყოთ სტრიქონები, რომლებიც თითქოს აზრობრივად ჰგავს ვაკანსიის მოთხოვნებს – დატოვეთ მხოლოდ შესაბამისი ინფორმაცია! დანარჩენი კი, რაც დარჩა გამოყოფის გარეშე – ზედმეტი და დამსაქმებლისთვის უინტერესო ინფორმაციაა. თქვენს რეზიუმეში ამგვარი სტრიქონების არსებობის გამო, ჯერ კიდევ ელოდებით ზარს.

ეს ეხება იმასაც, ვინც ხელმძღვანელობდა პრინციპით: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…“ მიუთითა კომპანიის დასახელება, თანამდებობა და პასუხისმგებლობები და ჩაეტია სულ რაღაც ერთ სტრიქონში.

ისევე, როგორც თქვენ ეძებთ კარგ სამსახურს, დამსაქმებლებიც ეძებენ კარგ სპეციალისტებს. დიდი დატვირთულობისას, დამსაქმებელი შლის რეზიუმეს დაახლოებით 5-10 წამში, და თუ ამ მცირე დროში იგი არ დაინტერესდება – მომენტი ხელიდან გაშვებულია, თქვენი რეზიუმე ურნაშია.

3. რა გავაკეთოთ?
რეზიუმე – ესაა რეკლამა, რომელიც ზუსტად მოარტყამს მიზანში, თუ თქვენ სწორად გაიგებთ „მიზნობრივი აუდიტორიის“ მოთხოვნებს.

იმისათვის, რომ თქვენი რეზიუმე იყოს ადვილად წაკითხვადი, ისეთი, როგორიც სურს იხილოს ადრესატმა, ჩამოაყალიბეთ ინფორმაცია შესასრულებელ ვალდებულებებზე, დაამატეთ დამაჯერებელი ციფრები საკუთარი გამოცდილებიდან. შეუსაბამეთ რეზიუმე კონკრეტულ ვაკანსიას, მაგრამ არ გადაიტანოთ ინფორმაცია ერთიდან მეორეში. უმჯობესია შექმნათ რამდენიმე რეზიუმე, რომლებიც იქნება ორიენტირებული თქვენთვის საინტერესო ვაკანსიებზე, რადგანაც ხშირად, პოპულარული სფეროების სამსახურის ვაკანსიები მსგავსია, რაც ნიშნავს, რომ არც ისე რთულია თქვენი ბიოგრაფია გახადოთ იდეალური.

4. რა მოვუხერხო რეზიუმეს, თუ მოვისურვებ პროფესიის შეცვლას?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – საჭიროა რაც შეიძლება დაწვრილებით შეისწავლოთ ის საქმიანობა, რომლითაც აპირებთ დაკავდეთ. თუ თქვენ არ გაქვთ გამოცდილება, მაშინ უნდა გქონდეთ კარგი თეორიული განათლება. ამგვარი ინფორმაციის ფლობა სამსახურის სპეციფიკაზე, დაგეხმარებათ გააქარწყლოთ შესაძლო ილუზიები და ჩამოაყალიბოთ პროფესიის მკაფიოდ აღქმის არსი. ასევე შეიქმნათ პოზიტიური იმიჯი დამსაქმებლის თვალში. თუ შესაძლებელია, უმჯობესია, გაიაროთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ან მოეწყოთ სტაჟირებაზე, რათა უფრო ღრმად ჩაწვდეთ მომავალ სამსახურს.

მსგავს სიტუაციაში გირჩევდით, რომ ცოტათი მოვშორდეთ რეზიუმეს კლასიკურ ხედს, აქცენტი გააკეთეთ იმ ჩამონათვალზე, რითიც გსურთ დაკავდეთ, რასაც სიამოვნებით შეასრულებდით. თქვენი სურვილები შეუთანხმეთ ვაკანსიაში მოცემულ ფუნქციურ ვალდებულებებს. გარდა ამისა, მიუთითეთ, რა იცით, რა შეგიძლიათ, ორიენტირი გააკეთეთ დამსაქმებლის მოთხოვნებზე.

ინფორმაცია თქვენი წინა სამსახურის გამოცდილებაზე შეიძლება შეკვეცოთ, მაგრამ მთლიანად არ ამოიღოთ. ამასთან, უნდა გესმოდეთ, რომ იწყებთ ნულიდან. ამიტომაც, ნუ იქნებით ამბიციურები ხელფასთან დაკავშირებით, იმ კომპანიებისაგან, რომლებიც მზად არიან მოგცეთ შანსი. აღიქვით ეს როგორც პრაქტიკის გავლა, რომლის სანაცვლოდ თქვენ არა მარტო იხდით, არამედ იღებთ სტიპენდიას (ხელფასს). თქვენ კიდევ მოასწრებთ, რომ გქონდეთ მეტის მიღების პრეტენზია, სამუშაო გამოცდილების დაგროვებასთან ერთად.

5. გაბედულთათვის გემოვნებით
თუ თქვენ არ გაქვთ საჭირო გამოცდილება, მაგრამ უკვე გაქვთ კარგი განათლება, შეგიძლიათ გარისკოთ, და გააფორმოთ რეზიუმე არასტანდარტული ფორმატით. აქ შეიძლება იყოს ყველაფერი: საინტერესო ფონი, ფერი და ტექსტის არანჟირება – ყოველივე, რისი უნარიც თქვენს ფანტაზიას შესწევს. რეზიუმე, რომელიც აოცებს ადამიანს თავისი გარეგნობით, აღძრავს წაკითხვის სურვილს. მთავარია – ზედმეტი არ მოგვივიდეს, ვიყოთ ორიგინალურები და გემოვნებიანები. აგრეთვე, არ დაგვავიწყდეს, შინაარსის მიზნობრიობა და ინფორმაციის აღქმის სიმარტივე.

ბოლო დარიგება ახალბედებს – ნუ დაელოდებით ვაკანსიის გამოცხადებას კომპანიებში, სადაც გსურთ იმუშაოთ – გვიანი იქნება. შეადგინეთ ლამაზი რეზიუმე და წინ! იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ მიიღებთ დაუყოვნებლივ შედეგს, არ დანებდეთ! იმუშავეთ საკუთარ მომავალზე, მოაგვარეთ კონტაქტები იმათთან, ვინც შესაძლოა იყოს მომავალი დამსაქმებელი, ან მათთან, ვინც შეძლებს რეკომენდაციის მოცემას. ეწვიეთ პროფესიულ კონფერენციებს, დაიმზადეთ სავიზიტო ბარათები, გახდით პროფესიული საზოგადოებებისა და სოციალური ქსელის ჯგუფების აქტიური მონაწილე.

კარგი რეზიუმეს მთავარი საიდუმლო – იგი გყიდით თქვენ დამსაქმებლისთვის, როგორც ზუსტად იმ სპეციალისტს, რომელსაც ის ეძებს. ამგვარი რეზიუმეს შექმნისთვის საჭიროა ფიქრი და მონდომება, მაგრამ საქმე ამად ღირს. ყოველივე ამის შემდეგ, თქვენი რეზიუმე ნამდვილად არ დარჩება უპასუხოდ.

წყარო: rabota.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური