როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი და საგამოცდო ბარათები აბიტურიენტებისთვის – NAEC- ის განმარტება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გამოცდების მონაწილეები, განსაკუთრებით კი აბიტურიენტები საჭირო ინფორმაციების მიღების მოლოდინში არიან. აინტერესებთ როდის ექნებათ ინფორმაცია გამოცდების დაწყების შესახებ, როგორი იქნება განრიგი და რომელ საგამოცდო ცენტრში მოუწევთ ტესტირებაში მონაწილეობა.
ამ დეტალების დაზუსტებისთვის ჩვენ დღეს, 12 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით, სადაც EDU.ARIS.GE-ს დაუდასტურეს, რომ ზოგიერთი ინფორმაცია 20 ივნისამდე, ნაწილი კი 20 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.
“2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი განრიგი დამტკიცებისთანავე, 20 ივნისამდე გამოქვეყნდება, აბიტურიენტის კონკრეტული განრიგი კი დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც 20 ივნისის შემდეგ გამოქვეყნდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე”, – განმარტეს გამოცდების ცენტრში.
სტატისტიკის თანახმად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება მასწავლებლის საგნის გამოცდას, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.
გაითვალისწინეთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი კი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როდის გამოქვეყნდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება