GE

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დადებითი განწყობით დაწყებაში

არდადეგების შემდგომ მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა საკმაოდ რთული პროცესია. ზოგიერთ მოსწავლეს, რომელსაც გასულ წელს სკოლაში პრობლემები ჰქონდა, ან მოსწავლეს, რომელსაც პრობლემები ჰქონდა არდადეგებზე, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გამხნევება და გამოცოცხლება სჭირდება. ასევე, ყველა მოსწავლეს სჭირდება დადებითი განწყობილების შექმნა და მოტივაციის ამაღლება.
ყურადღებიანი და პროფესიონალი პედაგოგებისთვის პროფესორი მაურის ელიასი სამ აქტივობას წარმოგვიდგენს, რომლებიც დაგეხმარებათ, სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს დადებითი განწყობა შეუქმნათ და სწავლაზე ორიენტირებული გახადოთ.

I აქტივობა – ვინ ვარ მე? ინდივიდუალურობა და მიზანდასახულობა

ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ძალების მობილიზებასა და პიროვნული რესურსების სწავლაზე ფოკუსირებაში ეხმარებით, რაც მათი წარმატების გარანტია. დაუსვით მოსწავლეებს ქვემოთ მოცემული კითხვები ინდივიდუალურად, შემდეგ ამუშავეთ ისინი წყვილებში, რათა კითხვებზე პასუხები ერთმანეთს გაუზიაონ. ასევე, შესაძლებელია დისკუსიის გამართვა პატარა ჯგუფებში და შემდეგ მოხალისე მოსწავლეს შეუძლია, რომ კითხვებზე პასუხი კლასის წინაშე გასცეს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ, რომ გამოიყენოთ რაიმე კრეატიული ფორმა აზრთა გაზიარებისთვის. როგორიცაა გაზეთის შექმნა შეკითხვებზე პასუხების მიხედვით, ან დაწერინოთ სამი საუკეთესო პასუხი ყველა შეკითხვაზე.

მაშ ასე, ეს კითხვებია:

1. რა მიქმნის მოტივაციას?
2. რა არის ჩემი საუკეთესო უნარები?
3. როგორ ახდენენ გავლენას ჩემი თანატოლები ჩემზე?
4. როდის და ვისთან ერთად ვიყავი ყველაზე კარგად?
5. ვისი დახმარების იმედი მაქვს?
6. რა და როგორ შემიძლია გავაკეთო რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო?

II აქტივობა – ხმების დათვლა

გაყავით საკლასო ოთახი სამ ზონად და თითოეულ ზონას მიანიჭეთ ქვემოთ მოცემული პასუხები. წაიკითხეთ წინადადებები და მოსწავლეებს რომლებიც იზიარებენ მოცემულ პასუხებიდან ერთს ოთახში შესაბამისი ზონა აირჩიონ.

ეს ზონებია:

ზუსტად ვეთანხმები
ნაწილობრივ ვეთანხმები
თითქმის არ ვეთანხმები

პასუხები:

1.ვფიქრობდი, რომ სკოლა უაზრობა იყო. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სკოლა მნიშვნელოვანია და მე მჭირდება სწავლა წარმატების მისაღწევად.
2. მე ვიყავი ფიცხი ზოგიერთ სიტყუაციაში. მაგრამ ახლა მე ვარ უფრო მშვიდი და ჩემ სიფიცხეს მაშინ გამოვიყენებ, როცა უფრო სახიფათო სიტყუაცია იქნება.
3. ვფიქრობდი, რომ ცდა არაფერს ნიშნავდა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტჯერ ვცდი, მით მეტ წარმატებას მივაღწევ.
4. ვფიქროდი, გამეკეთებია ისეთი რამ, რაც სხვა მოსწავლეებში პოპულარულს გამხდიდა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, გავაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად.
5. ვფქირობდი, ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც გაკვეთილზე დროს გამაყვანინებდა. მაგრამ ახლა მსურს, რომ მეც ვიყო გაკვეთილის მსვლელობაში ჩართული.

ამ აქტივობის შესრულებისას თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელია შეკითხვების დამატება. კითხვებზე სასურველი პასუხების გაცემის შემდეგ მოსწავლეები საკუთარ არჩევანს კლასს გაუზიარებენ.

ეს არის ძალაინ კარგი საშუალება მოსწავლეებისათვის, რომ თანატოლების აზრების გაზიარებით დადებითი განწყობა შეიქმნან. ამ პროცესში მასწავლებელი მოსწავლეების გრძნობების შესახებ ინფორმაციას იღებს. სასურველია, რომ მოსწავლეებმა არჩევანი არ გააკეთონ იმ პასუხისკენ, რომელიც მასწავლებელს მოეწონება, არამედ ისე, როგორც თავად ფიქრობენ. (ამის შესახებ კი კლასს თავად პედაგოგი აფრთხილებს.)

III აქტივობა – ჩანაწერების დღიური შეხედულებებისა და განწყობების შესახებ

თქვენი სურვილის მიხედვით, როგორც დანართი, ან როგორც ახალი დავალება, შეგიძლიათ, რომ მოსწავლეებს სთხოვოთ გააკეთონ დღიური ჩანაწერებისთვის, სადაც ამ ფრაზებში წერტილებით გამოტოვებულ ველს თავიანთი შეხედულებისამებრ შეავსებენ.

ეს ფრაზებია:

მე ვიყავი დაჩვეული… მაგრამ ახლა მე ვარ…
მე ვფიქრობდი… მაგრამ ახლა მე ვფიქრობ…
მე ვაკეთებდი… მაგრამ ახლა მე ვაკეთებ…

და ბოლოს, შეგიძლაით ამ აქტივობებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ და შეამოწმოთ, რამდენად შეიცვალა თქვენი მოსწავლეების შეხედულებები დადებითად ან უარყოფითად.
გისურვებთ წარმატებას!

წყარო: edutopia.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური