როგორ გამოიყენონ მასწავლებლებმა სწავლების პროცესში სოციალური მედია – 7 რჩევა
ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების ერად ითვლება. თანამედროვე ცხოვრებასთან ფეხის აწყობის მიზნით, აუცილებელია ყველა სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც გაამარტივებს სამუშაო პროცესს და ხელს შეუწყობს მისი ეფექტურობის ზრდას.
პირველ რიგში, დიდი ყურადღება ექცევა განათლების სფეროს. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება რეფორმები, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვასა და მასწავლებელთა გადამზადებას, რათა მოხდეს მათი მიზანმიმართულად და ეფექტურად გამოყენება. ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს,რომ მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას სასწავლო პროცესში, გაცილებით უკეთეს შედეგებს აღწევენ ყოველდღიურ პრაქტიკაში.
Frontloading
პირველ რიგში განვმარტოთ Frontloading-ის კონცეფცია. ეს არის სწავლების ფორმა, რომელიც გულისხმობს საშინაო დავალებებისა და გაკვეთილების ჯგუფურად მომზადებას. სკოლაში მისვლისას მოსწავლეები უკვე მზად არიან თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. სოციალური მედიის გამოყენება მოცემულ სწავლის მეთოდთან შეთავსებით დადებით შედეგებს იძლევა. კერძოდ, ერთიანი სოციალური ქსელის მეშვეობით, მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ბლოგზე ატვირთონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. მაგალითად, ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში მოუსმინონ ესპანური ენის გაკვეთილს, უყურონ სამეცნიერო ექსპერიმენტს, ან გაეცნონ Youtube.com-ზე ატვირთულ ვიდეოს ,საიდანაც უკეთ შეიტყობენ ამათუიმ კონცეფციისა და ტერმინის არსს. ინფორმაციის სოციალური ქსელის ვებგვერდზე განთავსების შემდეგ, სტუდენტები ერთვებიან ონლაინ დისკუსიაში. მომავალი დღისათვის, გაკვეთილზე სტუდენტებისათვის უკვე ნაცნობია ახალი მასალის შინაარსი, ამიტომ ისინი ერთი ნაბიჯით წინ არიან სასწავლო პროგრამასთან.
Role playing
Role playing-ის სასწავლო მეთოდი არანაკლებ ეფექტურია სოციალურ მედიასთან კომბინაციაში. მოცემული სწავლის ფორმა ძალიან მარტივია და სტუდენტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შედეგად სწავლის პროცესი უფრო ადვილი ,ხალისიანი და შედეგიანია. კერძოდ, მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს მოირგონ ამა თუ იმ პერსონაჟის როლი და დიალოგი გამართონ თანატოლებთან. მაგალითად, სტუდენტებს ევალებათ მოირგონ ამა თუ იმ ნაწარმოების პერსონაჟის, ისტორიული ფიგურისა თუ პოლიტიკური მოღვაწის როლი. ასევე სასწავლო პროცესის დროს ისინი შეიძლება ჩაერთვნენ ონლაინ დებატებში, მოიშველიონ ფანტაზიის უნარი და წარმოიდგინონ თუ რა დიალოგი გაიმართება ორი ცნობილი ადამიანის შეხვედრისას ( მაგალითად, Rachel Carson-სა და ნავთობკომპანიის გენერალური დირექტორს შორის გამართული დიალოგის მოდელირება ). მკვლევარები ურჩევენ მასწავლებლებს, რომ გამოიყენონ ზემოთხსენებული სიტუაციური ქეისები კლასში და არწმუნებენ,რომ თვითონაც და მოსწავლეებიც კმაყოფილნი დარჩებიან სასწავლო პროცესში მიღწეული შედეგებით.
Fan pages
მასწავლებლებს ასევე დიდი წარმატებით შეუძლიათ გამოიყენონ facebook-ის სოციალური ქსელი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს შექმნან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული ფან გვერდი. მაგალითისთვის, მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია შექმნას გეომეტრიული თეორემების ფან გვერდი, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან ახალ მასალას და შეძლებენ ძველი მასალის გადამეორებას ონლაინ რეჟიმში. ფან გვერდს დიდი უპირატესობა აქვს. კერძოდ, ის შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს facebook-ის გვერდზე გამართონ ონლაინ დისკუსია, შეეჩვიონ გუნდურ მუშაობას და უფრო მეტი შეიტყონ ამათუიმ საკითხის შესახებ. მათი დისკუსიის შინაარსი მთელი კლასისთვის ცნობილია, რაც ხელს უწყობს ურთიერთანამშრომლობასა და ერთმანეთის დახმარების სურვილს.
Microblogging
Microblogging გულისხმობს კომუნიკაციის დამყარებას 140 ან უფრო ნაკლები სიმბოლოს გამოყენებით. ეს არის შესანიშნავი სასწავლო აქტივობა და ხელს უწყობს სტუდენტებს გამოუმუშავდეთ აზრის ლაკონურად და ეფექტურად ჩამოყალიბების უნარი პოსტების საშუალებით. Microblogging–ის პოპულარობა იზრდება Twitter–ის გამოჩენასთან ერთად.
ყველაზე ადვილი microblogging საიტი ესაა TodaysMeet. ამ საიტზე დარეგისტრირება სრულიად უფასოა და არ მოითხოვს არანაირი ანგარიშის გახსნას. მასწავლებელი ქმნის ე.წ microblogging „ოთახს“ ,სადაც
სტუდენტებს კომუნიკაციის შესაძლებლობა ეძლევათ.
ამისათვის რამდენიმე მარტივი ეტაპია საჭირო:
• ბრაუზერის გახსნა და „TodaysMeet “-ის საიტზე გადასვლა.
• „Name your room“ სვეტში სასურველი მონაცემის შეყვანა.
• „Delete your room“ სვეტში დავალების ავტომატურად წაშლის თარიღისა და დროის მითითება.
• Twitter-ის „hash tag“ შესავსები უნდა დარჩეს.
• შემდეგი ნაბიჯია „ Create your Room“ ღილაკის გააქტიურება.
• ამ ეტაპების გავლის შემდეგ, „ოთახის“ შექმნა თითქმის დასრულებულია.რეგისტრაციის დასრულებამდე მხოლოდ სახელის მითითება და „Join“ ღილაკზე დაწკაპუნებაა საჭირო .
• ამის შემდეგ აკრიფეთ სასურველი ინფორმაცია და დააწკაპუნეთ „Say“ ღილაკს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მასწავლებლის მიერ დაპოსტილი ინფორმაცია მთელი კლასისთვის არის ხელმისაწვდომი.
Backchanneling
Backchanneling გულისხმობს გაკვეთილთან დაკავშირებული საუბრის წარმართვას Twitter–ის გვერდზე, ლექციის მიმდინარეობის პროცესში. მსგავსი პრაქტიკა ცოტა რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს მშვენიერი გზაა სასწავლოს პროცესის ეფექტურად წარმართვისა და კლასში მოსწავლეთა ჩართულობის წასახალისებლად. პირველ რიგში, გაკვეთილის დროს აუცილებელია მასწავლებელმა ნათლად ჩამოაყალიბოს microblogging–თან დაკავშირებული დირექტივები და მიზნები. აუხსნას მოსწავლეებს ,თუ როგორ ჩამოაყალიბონ მკაფიოდ და ლაკონურად თავიანთი შეხედულებები გაკვეთილთან დაკავშირებით. გონებაში ფიქრის ნაცვლად, რომ არ ეთანხმება კლასში გამოთქმულ ამათუიმ შეხედულებას, მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი Twitter–ის საშუალებით. საბოლოო ჯამში, სასწავლო პროცესი გაცილებით შედეგიანი და სახალისოა.
Tweetups
Tweetup –ესაა Twitter–ის მომხმარებელთა შეკრება და პოსტების ანუ tweet-ების განთავსება. სასწავლო კონტექსტში Tweetup გამოიყენება microblogger–თა შეკრების აღსანიშნავად. ეს ჰგავს მეგობრის სახლში შეკრებას, მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ არავინ ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ყველა მასწავლებლის ამოცანაა ყველა სტუდენტი ჩართოს დისკუსიაში, რათა მათ შეძლონ აზრის თავისუფლად გამოხატვა. სამწუხაროდ, ზოგიერთი სტუდენტი მორცხვია და უჭირს აზრის გამოხატვა თანატოლების წინაშე. ვიდრე მასწავლებელი ცდილობს ასეთ მოსწავლეებს განუვითაროს ვერბალური კომუნიკაციის უნარი, მას ასევე შეუძლია მისი შეხედულებების გაგება Tweetup–ის მეშვეობით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყველაზე მშვიდ სტუდენტს უფრო ჭკვიანური შეხედულება გააჩნია,ვიდრე აქტიურ თანატოლებს.
ახლა კი შემოგთავაზებთ ერთ–ერთი გაკვეთილის ქეისს, რომელშიც გამოყენებულია ზემოთაღწერილი მეთოდი. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საკითხავ მასალას საშინაო დავალებად. სკოლაში მისვლისას, ისინი შედიან TodaysMeet–ის გვერდზე და ონლაინ რეჟიმში განიხილავენ დავალებას 10 წუთის განმავლობაში. მასწავლებელიც ასევე ჩართულია ამ პროცესში და ამოწმებს თუ რამდენად გაიგეს ესა თუ ის საკითხი მოსწავლეებმა. დროის ამოწურვის შემდეგ, ონლაინ რეჟიმში განხილვა გადადის ცოცხალ დისკუსიაში. ამ დროს კი უამრავი ახალი იდეა იბადება და სასწავლო პროცესი საბოლოოდ ნაყოფიერი და შედეგიანია.
Discussions in character
ამ მეთოდის განმარტების მიზნით, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი. მაგალითად, კლასში მიმდინარეობს უილიამ შექსპირის ნაწარმოების „რომეო და ჯულიეტას“ განხილვა. პირველ რიგში,მასწავლებელი ყოფს კლასს დაახლოებით 5 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ანიჭებს hashtag-ს. თუ მასწავლებელი იყენებს TodaysMeet–ს, მან უნდა შექმნას ე.წ „ოთახი“ თითოეული ჯგუფისათვის. შემდეგ მენტორი ანაწილებს როლებს პიესიდან. თითოეული ჯგუფის წევრებს ევალებათ ერთი და იგივე პერსონაჟის როლის მორგება. ასევე მათი ამოცანაა Tweeter-ის ბლოგზე განათავსონ პიესის მნიშვნელოვანი ადგილები ან მოიშველიონ ფანტაზია და წარმოადგინონ ახალი სცენები. მასწავლებლის მიერ მიცემული დირექტივა შეიძლება შემდეგნაირად გამოიყურებოდეს: „ დაპოსტეთ თქვენი პერსონაჟის ფიქრები ჯულიეტას ქორწილის მეორე დღისთვის გადადებისას (საწამლავის დალევამდე)“. ასევე მან შეიძლება დაავალოს მოსწავლეებს დიალოგის გამართვა შექსპირის წერილობითი სტილის გამოყენებით. მსგავსი დავალებები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან სტუდენტთა მხრიდან მოწონების შემთხვევაში,მრავალჯერადი.
მკვლევარები ურჩევენ მასწავლებლებს ზემოთაღნიშნული მეთოდების გამოყენებას, რათა დარწმუნდნენ თუ რამდენად დადებითად მოქმედებს სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესზე.
წყარო: www.educationnation.com