როგორ მივიტანოთ კრეატივი საკლასო ოთახამდე
რატომ უნდა “ვიბრძოლოთ” კრეატიულობისთვის კლასში?
“მე აქ ვარ, რომ ამაყად დავიცვა კრეატივი, მთელი თავისი „არეულობით“ და „ზღვარსგადასული“ დიდებით.
რატომ? იმიტომ, რომ კრეატივი არა მარტო მრავალფეროვანს ხდის მოსაწყენ ტესტებს, არამედ საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ჩვენი მიზნები, როგორც მასწავლებლებმა: შთავაგონოთ მოსწავლეები იყვნენ ცნობისმოყვარენი, შრომისმოყვარენი და დაინტერესებულნი თუ რა ხდება მათ გარშემო სამყაროში.
გამოგონებისა და ინოვაციის უდიდესი მამოძრავებელი ძალა მოდის იმ ადამიანებიდან, რომელთაც კრეატიულობა ბავშობიდანვე განუვითარდათ და ჩამოუყალიბდათ. კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებში კრეატიულობა პიკს აღწევს მეოთხე კლასში. პატარები, რომლებიც დაწყებითებში კარგად ხატავდნენ, ცას აფერადებდნენ ნარინჯისფრად ან ვარდისფრად, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ძალიან მოსწონთ მკვეთრი ფერები“-აცხადებს სირაკუზსის უნივერსიტეტის პროფესორი ელის სტერლინგ ჰონგი.
„ხშირად ეს ხდება საკლასო ოთახებში, როცა ჩვენ, მასწავლებლები ვავარჯიშებთ ბავშებს თავიანთი მოსაზრებების გადმოცემაში და გვინდა, რომ პასუხები თავად მოძებნონ, რადგან ეს უფრო სწრაფია და იძლევა მეტ შედეგს. მაგრამ რამდენად სწორია ეს?“ – აცხადებს პროფესორი.
კრეატიულობის ბოლო ხაზი
ყველა ქმნილება, პრაქტიკულიც და წარმოსახივითიც არის კრეატიულობის შედეგი. მანქანა, რომელსაც თქვენ მართავთ, ტანისამოსი, რომელიც გაცვიათ, მუსიკა, რომელსაც უსმენთ, სხვადასხვა სატელევიზიო შოუ, წიგნები, რომლებიც წაგიკითხავთ, წამლები, რომლებიც დაავადებებს კურნავს – ყველაფერი ეს წარმოიქმნა ისეთი ადამიანის კრეატიული აზროვნებისაგან, ვისაც შეუძლია არსებული ინფორმაციის და ცოდნის შეჯერება იმისათვის, რომ შექმნას სრულიად ახალი და ორიგინალური პროდუქტი.
“კრეატიულობას ყოველთვის დაფასებულია ამერიკულ აზოგადოებაში, მაგრამ ის არ ყოფილა ბოლომდე გაგებული“ – აცხადებს სტატიის ავტორი პროფესორი ბრონსონი.
ბრონსონმა და მისმა თანაავტორმა ეშლი მერიმანმა დაწერეს „Newsweek Magazine“-ის ივლისის ნომრისთვის სტატია სათაურით „კრეატივის კრიზისი“ (The Creative Crisis). ავტორები სტატიაში წერენ: “რადგან ჩვენი კრეატიულობის მაჩვენებელი დაბლა ეცემა უკონტროლოდ, მოქმედი ნაციონალური სტრატეგია კრეატიულობის შესანარჩუნებლად უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ბერძნული მუზებისადმი ვედრება, რომ დაგვიფარონ. პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მოცემულ მომენტში და მომავალშიც, უბრალოდ მოითხოვს რომ მეტი გავაკეთოთ, ვიდრე შთაგონების თავისით მოსვლის იმედი გვქონდეს.
როგორც მასწავლებლები, ჩვენი ვალია გავაცნოთ და შევასწავლოთ კლასს კრეატიული აზროვნება. ეს მოუწესრიგებელია და ხშირად რთულია ამის დაგეგმვა, მაგრამ ეს არის ოცნებით შექმნილი და ამერიკას სჭირდება მეოცნებენი. რა თქმა უნდა მათ აუცილებლად უნდა იკითხონ, წერონ და დაკავდნენ მათემატიკის შესწავლით, მაგრამ ამ უნარების კრიტიკული და განსხვავებული აზროვნების ხარჯზე შეძენა არის შეცდომა, და არამარტო პრაქტიკულ ნაწილში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების წარმოდგენებს სული ჩავუდგათ და არ ჩავახოშოთ.“
როგორ მივიტანოთ კრეატივი საკლასო ოთახამდე
ეს დამოკიდებულია თქვენს საგანზე და ასევე იმაზე, განათლების რომელ საფეხურთან გაქვთ საქმე, მაგრამ ყველა მასწავლებელს შეუძლია თავის სასწავლო გეგმაში შეიტანოს შემდეგი საკითხები:
ვიზუალიზაცია
– დაავალეთ მოსწავლეებს ნახატებისა და ფოტოების განხილვა და მათზე რაიმე ისტორიის მოგონება.
მუსიკის ინტეგრირება
– მოასმენინეთ მოსწავლეებს სხვადასხვა სახის მუსიკა და სთხოვეთ მათ მოახდინონ მოსმენილის ვიზუალიზაცია, გადმოსცენ ვიზუალური სახით ის ემოცია, რომელსაც მოსუკის მოსმემენისას უჩნდებათ, ეს შეიძლება იყოს ნახატი, ლიტერატურული ან პოეტური ნაწარმოები.
– გახსოვთ ძველი Schoolhouse Rock?-ი მე გაცილებით მეტი ვისწავლე კონსტიტუციის შესახებ მუსიკის ამ პატარა სეგმენტებიდან, ვიდრე შემდგომ მაღალ კლასებში.
ისტორიული კრეატიულობა
– ინგლისური ენის მასწავლებლებს ნამდვილად მშვენიერი შესაძლებლობა აქვთ განავთარონ კრეატიულობა, მაგრამ სხვა საგნებიც არ არიან მოკლებულნი ამას. მაგალითად ისტორია და სოციალური მეცნიერებები, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ რაიმე ნაშრომი დაწერონ კონკრეტული ისტორიული გმირიდან გამომდინარე, ან დაწერონ თემა, რომელიც იქნება შედარებითი ისტორიულ გმირსა და დღევანდელობასთან. ისაუბრონ პოლიტიკაზე ან პოპ-ვარსკვავებზე.
მათემატიკა & მეცნიერება
– მათემატიკა და მეცნიერება სერიოზული და დიდი გამოწვევაა, მაგრამ აქაც მიეცით მოსწავლეების საშუალება გეომეტრიული ფიგურებისგან გააკეთონ სახლები და შენობები ან დაწერონ მუსიკა მათემატიკის საფუძვლებზე დაყრდნობით.
– კრეატიული პროექტების განხორციელებისათვის სხვა უამრავი რესურსიც არსებობს, რამდენადაც საკითხი ყურადღებას იპყრობს. გადახედეთ პროექტების სწავლების საფუძვლებს და ასევე კონსტრუქციული სწავლების პრინციპებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ კრეატივი გააღვიძოთ თქვენში.
ახლა თქვენი ჯერია! შეგიძლიათ გვითხრათ: როგორ ახდენთ მოსწავლეების კრეატიულობის წახალისებას? ველით კომენტარებს!
წყარო: www.teachhub.com