როგორ შევარჩიოთ სასწავლო თამაში?
ბევრი მასწავლებელი ცდილობს გამოიყენოს სასწავლო თამაშები გაკვეთილზე, მაგრამ ბევრმა მათგანმა არ იცის როგორ გააკეთოს ეს. სასწავლო თამაშები ეს არის დიდი და რთული სამუშაო – რომელიც იზრდება და იცვლება დროის პარალელურად. სწრაფად მოძრავი ტემპი პროგრამულ ინდუსტრიაში თამაშების ხშირად განახლებას იწვევს და ვიდრე თქვენ საკლასო ოთახში დანერგვას მოასწრებთ, მან შეიძლება სახეცვლილება განიცადოს.
ერთი მხრივ, ახალი თამაშების ათვისება მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, რათა ისინი აითვისოს მასწავლებელმა და შემდეგ საკლასო ოთახში გამოიყენოს. მეორე მხრივ, თუ არ მოვახდენთ სწავლების სტრატეგიების განახლებას, განვითარებას და გაუმჯობესებას, შესაძლოა, ვეღარ მივაღწიოთ მოსწავლესთან იმ შედეგს, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს ახალი სტრატეგიების გამოყენებით.
კარგი მასწავლებლობა ნიშნავს იყო ყოველთვის მოტივირებული იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი გააუმჯობესო. თამაშები არის ის დიდი ინსტრუმენტი, რომელმაც შეიძლება, ახალი სიცოცხლისუნარიანობა შესძინოს თქვენ გაკვეთილს. მაგრამ როგორ შევარჩიოთ სწორად თამაში? და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ის?
რა უნდა გავითვალისწინოთ თამაშის შერჩევისას:
განსაზღვრეთ, თამაში გასართობი უნდა იყოს- Fun თუ მაგარი-Cool? – გასათვალისწინებელია, რამდენად დაგვეხმარება შერჩეული თამაში სასწავლო პროცესში გამოყენება მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართვის გაზრდაში, ან მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში.
მაგალითად, შეიძლება, ინგლისურის მასწავლებელმა მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჯეიმს ჯოისის “ულისეს” წაკითხვა დაავალოს, რომელის გაგებაც მოსწავლეებს შესაძლოა, გაუჭირდეთ. ამიტომ საჭიროა, მათთვის შესაბამისი თემატიკა შევარჩიოთ. მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გეგმა უნდა შევუდგინოთ, რომელიც საკითხავად გასართობი, აკადემიურად რთული იქნება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ათვისებას უზრუნველყოფს. იგივე შეიძლება ითქვას სასწავლო თამაშებზეც.
როცა სასწავლო თამაშებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მასწავლებელი ვერ არჩევს რომელი ჯობია – “Cool სასწავლო თამაში”, თუ “Fun სასწავლო თამაში.”
“Cool სასწავლო თამაშია” როცა ვასწავლით ხმის დიზაინს, პერსონაჟს, თხრობას და ა.შ. უნდა გვასოვდეს, რომ “Cool სასწავლო თამაში” არ ნიშნავს “Fun სასწავლო თამაშს.” საუკეთესო სასწავლო თამაშებია გასართობი -Fun თამაშები. თუმცა ჯერ თავად სცადეთ და თუ მოგეწონათ, მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეთ ისინი მოსწავლეებს. შეიძლება მე კარგად ვიცი ალგებრა და ათწილადები მაგრამ puzzle- მ შეიძლება დაგაინტერესოთ და გამოგიწვიოთ იმდენად, რომ გახვიდეთ თამაშის ბოლოში, მაშინ ეს თამაში კარგია.
გონების განმავითარებელი Mind Shift”s games სავარჯიშოები ყოველთვის სწავლაზეა დაფუძნებული და აქ საგანი მექანიკურად არის ჩართული.
საუკეთესო სასწავლო თამაშები ეხმარება მოსწავლეს, ისე, როგორც მასწავლებელი ეხმარება მას მიაგნოს საუკეთესო გზას სწავლისთვის, იწვევს მოსწავლის დაინტერესებას და აღტკინებას საგნის მიმართ.
ასევე, სასწავლო თამაშის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მოსწავლეზე კომფორტულად მორგებული იყოს. შეარჩიეთ მარტივი თამაში, რადგან რთული თამაშის შერჩევის შემთხვევაში, მოსწავლე სირთულის დაძლევაზე უფრო მეტ დროს დახარჯავს, ვიდრე თამაშისგან საგნის შესწავლაზე.
მასწავლებლისათვის სასწავლო თამაში კომფორტულია იმ შემთხვევაში, თუ ის ერთდროულად მარტივიც არის და შესაბამისობაში მოდის სასწავლო გეგმასთანაც.
დაიმახსოვრეთ, თამაში არის ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოიყენოთ თქვენი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. დარწმუნიდთ, რომ თქვენ იყენებთ თამაშს და არა პირიქით. გარკვევით აუხსენით მოსწავლეებს, რატომ და რისთვის იყენებთ საკლასო ოთახში სასწავლო თამაშს.
სასწავლო თამაშების დასრულების შემდეგ, შეფასებისათვის გამოიყენეთ, თუ რა გაიგეს მოსწავლეებმა ამ თამაშებით და რა ისწავლეს. თქვენ შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ მოსწავლეებმა მიაგნეს სწავლის ისეთ გზებს, რასაც თქვენ ვერცკი წარმოიდგენდით.
წყარო: blogs.kqed.org
ი.გ.