როგორ შედეგზე გასულ საგანმანათლებლო გარემოს პირდება 2032 წლისთვის მთავრობა საზოგადოებას – სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2022-2032-წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილია მთავრობის მიზნები და ამოცანები შემდეგი მიმართულებებით: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, პროფესიული განათლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
EDU.ARIS.GE – მ ამოკრიბა და დეტალურად წარმოგიდგენთ მთავრობის სტრატეგიულ მიზნებს თუ რის გაკეთებასა და რა შედეგის მიღებას გვპირდება განათლებისა და მეცნიერებს სამინისტრო 2022-2032-წლების სტრატეგიაში ზემოაღნიშნული 4 მიმართულებით და რა ნაბიჯები გადაიდგმება ყველა ამ მიმართულების მონაწილეთათვის (პროფესორ-მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, სტუდენტი, მოსწავლე, მშობელი).
სტრატეგიული მიზნები 2022-2032
მიზანი: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულება უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, მხარდაჭერაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს ყველა ბავშვისთვის.
ამოცანები ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების აღმზრდელ პედაგოგების პროფესიული კვალიფიკაციის მინიმუმ საბაკალავრო საფეხურთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, პროფესიული განვითარება, მათი საქმიანობის რეგულარული მონიტორინგი და შეფასება;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამების ეროვნული სტანდარტებისა და შეფასების ჩარჩოს დანერგა ყველა დაწესებულებაში და დაწესებულებების აღჭურვა სასწავლო მასალებითა და რესურსებით, რომლებიც საჭიროა ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის;
ბავშვის მშობლების/წარმომადგენლების და საზოგადოების ჩართვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობაში და ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების საკითხებზე მათი ცნობიერების გაზრდა;
მიზანი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თითოეული მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი, მაღალ მისაღწევ შედეგებზე დაფუძნებული, რელევანტური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად განავითაროს აკადემიური, პიროვნული, სოციალური და სწავლის კომპეტენციები.
ამოცანები ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველყოფა მასწავლებელთა მომზადების პროგრამების მოდერნიზების, კონკურენტუნარიანი კადრების მოზიდვისა და -შენარჩუნების, საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარებითა და მაღალ შედეგებზე ორიენტირებული შეფასების სისტემების საშუალებით;
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის თითოეულ მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია სწავლა-სწავლების თანამედროვე და მრავალფეროვანი რესურსები (სახელმძღვანელოები, დამხმარე მასალები, ციფრულ რესურსები და აშ);
სკოლის ხელმძღვანელების კვალიფიკაციის ამაღლება სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობისთვის საჭირო უფლებამოსილების განსახორციელებლად;
მშობლების სისტემატურ ჩართულობის ამაღლება და მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებასა და მათი შვილების განათლებაში;
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის თითოეული მოსწავლისათვის ხელსაყრელი სოციალური, სასწავლო, ემოციური და ფიზიკური სასწავლო გარემოს შექმნა, რათა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად განვითარება;
მიზანი: პროფესიული განათლების სერვისები მორგებულია სტუდენტთა/მსმენელთა მოლოდინებსა და საჭიროებებზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე.
ამოცანები ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად
ახალი პროფესიული კვალიფიკაციები და პროგრამები შეესაბამება შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს;
პროფესიული განათლების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
პროფესიული განათლების სტუდენტები/მსმენელები აღჭურვილნი არიან უწყვეტი დასაქმებისათვის საჭირო უნარებითა და კომპეტენციებით.
მიზანი: თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ყველა სტუდენტს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
ამოცანები ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად
უმაღლესი სასწავლებლების თითოეული სტუდენტის მომზადება საზოგადოებრივი ცვლილებებისა და შრომითი ბაზრისთვის; მათი აღჭურვა უწყვეტი დასაქმების უნარებით, მრავალმხრივი და დარგობრივი სპეციფიკური კომპეტენციებით, მათ შორის, აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარებით;
თითოეული სტუდენტისთვის საერთაშორისო სასწავლო გამოცდილების, გაცვლითი პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში განხორციელებული სხვა ღონისძიებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
უმაღლესი განათლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება, მათ შორის ინოვაციური პედაგოგიკის მიდგომების დანერგვის კუთხით, ასევე სწავლა/სწავლებაში მიღწევების წახალისება და აღიარება;
ბიზნესთან, კერძო სექტორთან და ფართო საზოგადოებასთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის გაძლიერება (უნივერსიტეტების მესამე მისია);
ეროვნულ და ინსტიტუციონალურ დონეზე დაფუძნებული სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამებში/სკოლებში ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარების ჩართულობის ზრდა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება