„სკოლები საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მრავალფეროვან კურსებს შესთავაზებენ“ – როგორ ხედავს მთავრობა დისტანციური სწავლების განვითარებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მთავრობის სახელით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2022-2032-წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების ინოვაციური მოდელების დანერგვასა და განვითარებაზე საუბრობს.
უწყება არც ამ შემთხვევაში განმარტავს როგორ ხედავს სტრატეგიის ამ მიზნამდე მისვლის პროცესს, თუმცა ვიგებთ, რომ მაგალითად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისტანციურ სწავლებაზე.
„მთავრობა ხელს შეუწყობს დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების ინოვაციური მოდელების დანერგვას და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებში და იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ წვდომა ინტერნეტთან ან ციფრულ ტექნოლოგიებთან. განვითარდება სწავლა-სწავლების ციფრული, ჰიბრიდული და სხვა მოქნილი მოდელები, პარალელურად გაძლიერდება ინდივიდუალური სწავლება და მოწყვლადი და სსმ და შშმ მოსწავლეებისა და სტუდენტების მიზნობრივი მხარდაჭერა. მთავრობა ასევე იზრუნებს ყველა იმ შესაძლო ბარიერის (მათ შორის საკანონმდებლო) აღმოფხვრაზე, რომელიც ზღუდავს სწავლების მოქნილობას და აფერხებს უმაღლესი განათლების მიღებას რეგიონებში მცხოვრები, ან იმ სტუდენტებისთვის, ვისაც უწევს სამუშაოსა და სწავლის შეთავსება.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისტანციურ სწავლებაზე, რომლის გაძლიერებაც სკოლებს შესაძლებლობას მისცემს საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს შესთავაზონ მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული მრავალფეროვანი კურსები“, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების 2022-2032-წლების სქელტანიანი სტრატეგიის ფურცლებზე.
ასევე იხილეთ:
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა
by ARIS.GE-განათლება