როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე?
გასაუბრება განსხვავებულ ემოციებს იწვევს ადამიანში. სასურველ სამუშაოზე დასაქმების შანსი გახარებთ, მაგრამ ამავე დროს, ნერვიულობთ ინტერვიუს გამო. იმის მიუხედავად, განიცდით თუ გიხარიათ, ინტერვიუ იმდენად ეფექტური იქნება, რამდენადაც თქვენი სხეულის ენა. მშვიდი, გაწონასწორებული და მობილიზებული სხეულის ენა თავდაჯერებულ პიროვნებად წარმოგაჩენთ და დაგეხმარებათ, მაქსიმალურად გამოამჟღავნოთ გამსაუბრებელთან თქვენი უნარ-ჩვევები. ბუნებრივია, ღელავდეთ და ცოტა ნერვიულობდეთ გასაუბრების დროს, თუმცა ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეძლებთ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას:
ხელის ჩამორთმევა
ხელის ძლიერად ჩამორთმევა თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის ნიშანია. პირველივე, რასაც გასაუბრებაზე შესვლისას მომავალი დამსაქმებლის მხრიდან უნდა ელოდოთ, სწორედ ხელის ჩამორთმევაა. ჩამოართვით მას ხელი მყარად და ძლიერად. სუსტად ჩამორთმეული ხელი დაბალი თვითშეფასებისა და სისუსტის ნიშანია და ჰქმნის შთაბეჭდილებას, რომ თქვენ პროფესიული და ეთიკური მანერების ნაკლებობას განიცდით.
თვალებით კონტაქტი
თვალებით კონტაქტი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც გასაუბრებაზე უნდა გახსოვდეთ. სოლიდური შთაბეჭდილების მოსახდენად, თქვენ უნდა აჩვენოთ პიროვნული თავდაჯერებულობა, სიმხნევე და სიმშვიდე. მყარი კონტაქტი თვალებით სწორედ ამას უწყობს ხელს. ის აჩვენებს თქვენ მობილიზება-მზადყოფნას და გეხმარებათ ინტერვიუერის ყურადღების მოპყრობაში. ხელისჩამორთმევისთანავე შეინარჩუნეთ თვალებით პირდაპირი კონტაქტი თქვენ დამსაქმებელთან.
შეარჩიეთ საუკეთესო ადგილი დასაჯდომად
დაჯდომისას ეცადეთ, ისეთი ადგილი დაიკავოთ, რომ პირდაპირ უყურებდეთ ინტერვიუერს და თქვენი სხეული მისადმი იყოს მიპყრობილი. სწორად შერჩეული მდებარეობა უკეთ წარმოაჩენს თქვენ პიროვნულ აურას და თავს მეტად კომპორტულად იგრძნობთ ინტერვიუერის წინაშე. ცოტა წინ გადაიწიეთ ინტერვიუერის მხარეს, რათა წარმოაჩინოთ თქვენი მზაობა საუბრისადმი.
შეარჩიეთ ჯდომის მართებული პოზიცია
გასაუბრებაზე ჯდომის მანერა თქვენზე ბევრს ამბობს. დაჭიმულად და უძრავად ჯდომა თქვენ იმპულსურ და აგრესიულ პრიოვნებად წარმოგაჩენთ. წინ გადაზნექილი და მოხრილი ჯდომა ხაზს უსვამს პიროვნების სიზარმაცეს და უპასუხისმგებლობას. როგორც პოტენციურმა თანამშრომელმა, ინტერვიუერი უნდა დააჯეროთ საკუთარ დადებით პიროვნულ თვისებებში და არ აჩვენეოთ თავი ზარმაცად. ეცადეთ დაჯდეთ სწორად, ფეხები ერთმანეთზე არ გადადოთ და არც ძალიან განზე გაშალოთ.
იმეტყველეთ გამართულად
სხეულის ენის მსგავსად, არანაკლებ მნიშნველოვანია გამართული სამეტყველო ენის გამოყენება. თქვენი საუბრის მანერა თქვენივე პიროვნების გამოხატულებაა. ინტერვიუერი გაძლევთ შანსს, მიიღოთ სასურველი სამსახური და შესაბამისად, ის იმსახურებს პატივიცემას. არასდროს გამოიყენოთ ჟარგონი ან დიალექტი. ისაუბრეთ მხოლოდ გრამატიკული ენით. არ ისაუბროთ პოლიტიკასა თუ რელიგიაზე, აქციენტი სამსახურზე და პოზიციასთან ასოცირებულ საკითხებზე გაამახვილეთ. არ ეცადოთ თავის ზედმეტად ჭკვიანად წარმოჩენას ბიზნეს ტერმინებისა ან სლენგის მეშვეობით, გამოიყენეთ მარტივი და კონკრეტული ლექსიკა. რთული ტერმინოლოგიის გამოყენება დამაბნეველი და შეუსაბამოა სამსახურებრივი გასაუბრებისათვის. შეიძლება ინტერვიუერთან თავს თავისუფლად გრძნობდეთ, მაგრამ აუცილებელია შეინარჩუნოთ მისდამი ზომიერება და დაიცვათ ზრდილობის ნორმები მთელი ინტერვიუს განმავლობაში.
წამოდით, როგორც ჯელტმენი
არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად კარგად ან ცუდად ჩაივლის გასაუბრება. დატოვეთ ოთახი ღირსეულად. უბრალოდ არ ადგეთ და გამოხვიდეთ. მოეკიდეთ დამსაქმებელს პატივისცემით და გადაუხადეთ მადლობა თქვენთვის დათმობილი დროისათვის. ჩამოართვით ხელი ყველას და ოთახიდან ღიმილით გამოდით.
გახსოვდეთ!
სამსახურეობრივ გასაუბრებას თან ახლავს ნერვიულობა, მაგრამ ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ ემოციებს. არ ათამაშოთ ფეხები და ნუ შეეხებით ცხვირს ხშირად. თუ ოთახში ერთზე მეტი ინტერვიუერია, თვალებით კონტაქტი გადაანაწილეთ ყველაზე თანაბრად. იცოდეთ, რომ გასაუბრეიბის დროს ყურადღების ცენტრში ხართ და შესაბამისად, ყველა თვალი თქვენკენ იქნება მოპყრობილი.
წყარო:http://www.writingvalley.com