GE

როგორ ვბეჭდოთ სწრაფად – 10 რჩევა კლავიატურის ეფექტურად გამოყენებისათვის

კლავიატურის ღილაკების შემოკლებული კომბინაციების, ე.წ. Shortcut-ების გამოყენებას შეუძლია თქვენი პროდუქციულობის ზრდა, ზედმეტი რუტინული ჯაფის თავიდან არიდება და კონცენტრაციაში დახმარება. მაგალითად, ბეჭდვისას თუ გსურთ მონიშნული ტექსტის კოპირება (Copy), კლავიატურაზე აკრეფთ ღილაკ “კონტროლს” – Ctrl და შემდეგ C-ს (Ctrl + C), რაც გაცილებით სწრაფი და მარტივია, ვიდრე კლავიატურიდან ხელის აღება, მაუსის დაკავება, კურსორის მიტანა მენიუში კოპირების ღილაკთან, დაწკაპუნება და მერე ისევ კალვიატურაზე ხელის დაბუნება.

ქვემოთ ჩამოთვლილია 10 სასარგებლო კომბინაცია, რომელთა დამასახოვრებას და გამოყენებასაც გირჩევთ:

• Ctrl + C, ან Ctrl + Insert – ორივე კომბინაცია გამოიყენება მონიშნული ტექსტის, ან ობიექტის კოპირებათვის. კოპირების შემთხვევაში, ორიგინალური მონიშვნა ადგილზე რჩება და ახალიც იქმნება. თუ გსურთ, რომ მონიშნული ობიექტი ორიგინალ ადგილზე წაიშალოს და სხვაგან გადაკოპირდეს, მაშინ აკრიფეთ: Ctrl + X.

• Ctrl + V, ან Shift + Insert – კოპირებული ტექსტის/ობიექტის დანიშნულების ადგილზე ჩასასმელად ფუნქცია Paste გამოიყენება, რომელიც კალვიატურის მეშვეობით შესაძლებელია კომბინაციით: Ctrl + V , ან Shift + Insert

• Ctrl + Z და Ctrl + Y – ცვლილების უკან დაბრუნება ფუნქციით Undo ხდება. მაგალითად, თუ რაიმე ტექსტს წაშლით, Undo მას დააბრუნებს. დაბრუნება შესაძლებელია არა მხოლოდ ბოლო ცვლილების, არამედ ბოლო რამდენიმის, ბრძანებაზე მრავალჯერი დაჭერით. კლავიატურაზე Undo-s ექვივალენტია – Ctrl + Z. ცვლილების დაბრუნების დაბრუნებას Ctrl + Y-ით შეძლებთ.

• Ctrl + F – ტექსტში სიტყვის, ან სიტყვათა კომბინაციის ძიებისათვის Find გამოიყენება, ანუ Ctrl + F. იგივე ფუნქცია გამოგადგებათ ინტერნეტ ბრაუზერში ძიებისასაც.

• Alt + Tab – ღილაკების ეს კომბინაცია ბევრი გახნილი პროგრამიდან ერთმანეთზე გადასასვლელად დაგეხმარებათ, ისე, რომ რაიმეს გამორთვა არ მოგიწევთ.Window Vista-ს და Windows 7-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დამატებით გამოიყენონ კომბინაცია: Windows ლოგო + Tab.

• Ctrl + Back space და Ctrl + Left, ან Right arrow – Ctrl + Backspace წაშლის მთლიან სიტყვას, თითო ასოს წაშლის ნაცვლად. თუ Ctrl-ზე ხელის აუშვებლად დააჭერთ ისრებიან ღილაკებს, მაშინ ერთი სიტყვიდან მეორეზე გადახვლათ. ხოლო, თუ გსურთ, სიტყვა მონიშნოთ სასურველი მიმართულებით, მაშინ დააჭირეთ Ctrl + Shift და შემდეგ ისრიან ღილაკებს, მონიშვნის სასურველი მიმართულების აღსანიშნავად.

• Ctrl + S – Ctrl + S, თითქმის ყველა პროგრამაში, ფაილის, ან დოკუმენტის შესანახად გამოიყენება. ამ ფუნქციას ხშიარდ მიმართეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობისას, რადგან გამორთვის შემთხვევაში, მაქსიმალურად განახლებული ვარიანტი შეინახოთ.

• Ctrl + Home, ან Ctrl + End – ღილაკების კომბინაციით Ctrl + Home, კურსორს ტექსტის დასაწყისში გადაიტანთ. კომბინაცია Ctrl + End-ით დოკუმენტის ბოლოში გადახვალთ. ეს ფუნქცია ვრცელდება თითქმის ყველა ტიპის დოკუმენტსა და ვებგვერდზე.

• Ctrl + P – ამ ფუნქციით დოკუმენტის ბეჭდვაზე გაშვებას შეძლებთ. Ctrl + P გაგიყვანთ გვერდზე, რომელზეც შეძლებთ ნახვას, თუ რას ბეჭდავთ და როგორ.

• Page Up, Space bar, და Page Down – ღილაკები Page Up და Page Down ერთი გვერდით ზემოთ და ქვემოთ გადაგიყვანთ. ინტერნეტით სარგებლობის დროს, ღილაკი Space, დაგეხმარებათ გვერდის ქვემოთ ჩამოწევაში, ხოლო Shift + Space კი, პირიქით, ზემოთ.

• Ctrl + O – კომბინაცია გამოიყენება, იმავე პროგრამის ფარგლებში ფაილის გასახსნელად და წარმოადგენს Open-ის ექვივალენტს. Ctrl + O კომბინაცია თითქმის ყველა პროგრამაზე მოქმედებს, მათ შორის, ინტერნეტ ბრაუზერებზეც.

• F2 – ფაილის მონიშვნის შემდგომ, F2 საშუალებას მოგცემთ, დოკუმენტს სახელი გადაარქვათ.

წყარო: computerhope

ა.ნ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური