„ევროპის უნივერსიტეტი“ ბათუმში გამართულ ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ მონაწილეობდა
„ევროპის უნივერსიტეტმა“ ქალაქ ბათუმში გამართულ რეგიონული მეცნიერების ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ფესტივალის მთავარი მიზანი კი სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდების კვლევითი საქმიანობით დაინტერესება იყო.
საგამოფენო პავილიონში „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის, სტომატოლოგიის და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტები იყო წარმოდგენილი.
განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი „ევროპის უნივერსიტეტის“ პავილიონში განთავსებულმა სიმულატორებმა დაიმსახურა. მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულად გამოეცადათ სხვადასხვა აქტივობა და სასწავლო პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი