GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლოძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ციური დურულმა და ასისტენტმა, მაია ბოლაშვილმა 10-11 სექტემბერს, ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება და სხვა პარადიგმები და კონცეფციები თანამედროვე ცივილიზაციური ტენდენციების კონტექსტში – გლობალური და ადგილობრივი განზომილებები“, მოხსენება წარადგინეს.

უნივერსიტეტის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოხსენების თემა იყო: „განათლება მდგრადი განვითარებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონტექსტში: საქართველოს მაგალითი“.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფერენციაზე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალისტები“ (RiHEI – ERASMUS-EDU-2023-CBHE), მხარდაჭერით მონაწილეობდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური