19 თებერვალი, 2025 13:37
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები მწერალთა სახლში
სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ეწვივნენ მწერალთა სახლს, სადაც გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან-ნინო ქადაგიძესთან და ნინო ზედელაშვილთან.
შეხვედრაზე განიხილეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება. ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც განსაკუთრებულად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ჩართულობას და მიღებული ცოდნის გაღრმავებას.
სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზატორ ნინო ქადაგიძესა და ქალბატონ ნინო ზედელაშვილს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი