GE

რომელია იდეალური დრო გაღვიძებისათვის?

გიჭირთ დილით გაღვიძება? გაიგეთ, რა დროა საუკეთესო ლოგინიდან ასადგომად, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. წაიკითხეთ ჩვენი სტატია!

დილის 4-დან 5-მდე
ამ მონაკვეთში გაღვიძებით, თქვენ იღებთ ოპტიმიზმისა და დადებითი ენერგიის არნახულ დოზას. საქმე იმაშია, რომ დილით 4-დან 5-მდე დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება არის სათნო და გახარებული. სწორედ ამიტომ, ასე ნაადრევად ადგომა აგავსებთ ენერგიით, სიმხნევით და კარგი განწყობით. გარდა ამისა, ეს დრო შესაფერისია ლოცვისა და მედიტაციისთვის.

დილის 6-დან 7-მდე
ზღვრული დრო, როდესაც გაღვიძება არც ისე კარგია, მაგრამ არც ძალიან ცუდი. თუ თქვენ დგებით დილის 6-დან 7-მდე, მაშინ მთლიანობაში თავს იგრძნობთ არც ისე ცუდად, თუმცა თქვენ განიცდით ამტანობისა და ფსიქოლოგიური გამძლეობის უკმარისობას. შესაძლოა, თქვენ დაიწყოთ წვრილმანებზე გაღიზიანება ან კონფლიქტი მოგივიდეთ ახლობლებთან.

დილის 7-დან 8-მდე
აურზაურისა და ნევროზულობის დრო. ამ დროს გაღვიძებით, თქვენ ყველგან იგვიანებთ, ჩქარობთ, ნერვიულობთ. ფიზიკური თვალსაზრისით თქვენ თანდათანობით შეატყობთ იმუნიტეტის დაქვეითებას, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და არტერიულ წნევის პრობლემებს.

დილის 8-დან 9-მდე
თუ თქვენ ყოველდღიურად იღვიძებთ ამ დროს, სიზარმაცე და ყოყმანი, სულ მალე, თქვენი თანამგზავრები გახდებიან. ცხოვრებისეული სიტუაციები მოგეჩვენებათ ამოუხსნელად, და თქვენ ვერ შეძლებთ შეხედოთ საკუთარ პრობლემებს განსხვავებული კუთხით. ფსიქოემოციური პრობლემების კვალდაკვალ, თავს იჩენს ფიზიკურიც. შესუსტებული იმუნიტეტი ხშირად შეგახსენებთ თავს გაციებითა და არც ისე კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

დილის 9-დან 10-მდე
ასე გვიან გაღვიძება, რომელსაც დილა რთულად შეიძლება ეწოდოს, აღსავსეა დაავადებებითა და ორგანიზმის ნაადრევი დაბერებით, ასევე ნერვული სისტემის დარღვევებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური