GE

საჭიროა თუ არა სკოლისათვის მომზადება? – საკითხავი მშობლებისათვის და არამხოლოდ

ბავშვი ექვსი წლისაა. დროა, გადაწყვიტოთ, რომელ სკოლაში ივლის და საჭიროა თუ არასკოლისთვის მომზადება. შევეცდებით განვიხილოთ ეს საკითხი ყველა მხრიდან, მშობლებისა და ბავშვების გადმოსახედი, სპეციალისტების რეკომენდაციები. მოგიყვებით, როგორი მომზადების კურსები არსებობს სკოლისთვის.

კითხვაზე: საჭიროა თუ არა სკოლისათვის მომზადება? პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ დადებითი. დიახ, საჭიროა. მაგრამ რომელი გზა უკეთესია, ეს უკვე მშობლების გადასაწყვეტია.

სად შეიძლება მოვამზადოთ ბავშვი სკოლისათვის?

  1. სახლში – მშობლებისა და ნათესავების (ბებიების) დახმარებით.
  2. სახლში – რეპეტიტორის დახმარებით.
  3. საბავშვო ბაღში – ზოგადი განათლების პროგრამის ფარგლებში აღმზრდელების დახმარებით.
  4. საბავშვო ბაღში – დამატებითი ფასიანი მეცადინეობების დახმარებით.
  5. სკოლაში – პირველი კლასისთვის მოსამზადებელ კურსებზე.
  6. საბავშვო ცენტრში – პირველი კლასისთვის მოსამზადებელ კურსებზე.

მომზადების რომელი მეთოდი ავირჩიოთ?

განვიხილოთ თითოეულიმეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარე.

მშობლებსა და ნათესავებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მოამზადონ ბავშვი სკოლისათვის. ეს კარგი ვარიანტია, როდესაც ბავშვი „შინაურია“, მაგრამ საკმაოდ სოციალიზებული – დადის სხვადასხვა წრეზე, აქტიურად მოგზაურობს მშობლებთან ერთად, არის ცელქი და ძალიან ცნობისმოყვარე. ამასთან, სპეციალურად რაიმეს გაკეთება არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა მივცეთ ბავშვს უფლება გაიგოს ის, რაც აინტერესებს.

გამოვიყენოთ რეპეტიტორის მომსახურება – ესეც მშვენიერი აზრია, როდესაც მშობლები ღელავენ, რომ მათი პატარა რაღაც გარემოებების გამო ვერ შეძლებს სკოლაში სწავლას წინასწარი მომზადების გარეშე. ამასთან, არის შესაძლებლობა მოვიწვიოთ ის სპეციალისტი, რომელიც ესაჭიროება ბავშვს:

  • ფსიქოლოგი დაეხმარება ურთიერთობის პრობლემებისას და სკოლისადმი შიშის დაძლევაში;
  • ხატვის პედაგოგი დაეხმარება შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და ხელწერის დახვეწაში;
  • მუსიკის პედაგოგი მოუხსნის დაძაბულობას, შიშებს, დაეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში;
  • დაწყებითი კლასის მასწავლებელი ასწავლის ბავშვს წერა-კითხვას, ჩაუტარებს პირველი კლასისათვის კომპლექსურ მომზადებას. იგი ორიენტირებული იქნება თქვენს ბავშვზე, არ გადაღლის და არ მისცემს მოწყენის საშუალებას.

საბავშვო ბაღი, სადაც მუშაობენ კარგი აღმზრდელები მშობლებს თავიდან აარიდებს სპეციალურ მოსამზადებელ კურსებზე ბავშვის ტარებას, რადგანაც ყველა აუცილებელი უნარი გამომუშავდება აღმზრდელებთან მეცადინეობისას.

ბევრ საბავშვო ბაღში, დანერგილია პრაქტიკა: მასწავლებელი, რომელსაც აჰყავს მოსწავლეები პირველი კლასისთვის, ატარებს მოსამზადებელ მეცადინეობებს. როგორც წესი, ფასიანია, მაგრამ არ ღირს ძვირი. ეფექტურობა საკმაოდ მაღალია: ბავშვები არ განიცდიან სტრესს, მეცადინეობენ ჩვეულ გარემოში, ხოლო როდესაც პირველ კლასში მივლენ, დახვდებათ ნაცნობი მასწავლებელი.

მოსამზადებელი კურსები სკოლებში დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია. ბავშვები ეჩვევიან სკოლას, კლასს და რეგულარული მეცადინეობების აუცილებლობას. მომზადების პროგრამა განსხვავებულია სკოლების მიხედვით.

ბავშვის მომზადება სკოლისათვის შესაძლებელია საბავშვო ცენტრებში ფასიან კურსებზე. მთავარი უპირატესობა ამ ცენტრებისა მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად ბავშვები იყოფიან მეტად და ნაკლებად ნიჭიერებად. ცდილობენ ყველას შესძინონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ კარგად ისწავლონ სკოლაში.

როგორ ავირჩიოთ სკოლისთვის მომზადების სწორედ ის მეთოდი, რომელიც თქვენს ბავშვს მოუხდება?

როგორ არ შეცდეთ და აირჩიოთ სწორედ ის, რაც თქვენს პატარას სჭირდება? რა თქმა უნდა, გამომდინარეობს თავად ბავშვის პრობლემებიდან.

  • თუ თქვენი პატარა არ იღებს სისტემატურ მეცადინეობებს, მას სჭირდება მომზადება უშუალოდ სკოლაში, ან საბავშვო ცენტრში.
  • თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, არ ღირს აქცენტის გაკეთება ამოცანების ამოხსნაზე, კითხვასა და წერაზე. უმჯობესია მეტი ყურადღება დაუთმოთ მის ჯანმრთელობას – შეიყვანეთ სპორტულ, ან მუსიკალურ სკოლაში. ესტუმრეთ სანატორიუმებს, მეტი ისეირნეთ, მნიშნველოვანია სწორი კვება. მომზადებად კი შეიძლება ჩაითვალოს უბრალო საუბრები „ყველაფერზე“ და იმ თემების შესწავლა, რაც უშუალოდ ბავშვს აინტერესებს.
  • იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ითვლებიან ჰიპერაქტიურებად, აგრესიულებად ან ცელქებად, საჭიროა მეცადინეობები ფსიქოლოგთან, ისინი მეტი სარგებლობის მომტანი იქნება.

მაშ ასე, სკოლისათვის ბავშვის მომზადება საჭიროა, მაგრამ ის, თუ როგორ უნდა მოამზადოთ – დამოკიდებულია თავად ბავშვსა და სიტუაციაზე.

საინტერესო რესურსები მოსწავლეების მშობლებისთვის

რატომ მიმართავენ მშობლები შვილის პედაგოგს „მასწავლებელო-თი“?

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური