GE

სად უნდა დარეგისტრირდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები იაფი ინტერნეტის ჩასართავად – ახალი დეტალები ცნობილია

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ონლაინ სწავლების პერიოდში, მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის საშუალებას მისცემენ. სილქნეტის, მაგთის და ვიონი საქართველოსთვის (ბილაინი) ქსელის მომხმარებელებს პაკეტის შეძენა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge  დრეგისტრირების შემდეგ შეეძლებათ, ვებგვერდი 15 იანვრის 14:00 საათიდან ამოქმედდება.

რეგისტრაციის ინსტრუქცია 

დაინტერსებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

„განათლების სამინისტრომ მთავრობის ინიციატივით და მობილური კომუნიკაციების პროვაიდერ სამ კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობით და მოლაპარაკების საფუძველზე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს მობილურ ინტერნეტზე შეღავათიან ტარიფებს. პანდემიის პერიოდში, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ძალიან მნიშვნელოვანია ინტრენეტზე ხელმისაწვდომობა. მემორანდუმის ფარგლებში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ შეღავათიანი ინტერნეტი. განათლების სისტემაში არსებულმა ექსპერტებმა დათვალეს და განსაზღვრეს ის რაოდენობა მეგაბაიტების, რაც სასწავლო მიზნებისთვის იქნება აუცილებელი, 20 გბ შეფასდა 10 ლარად და შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს მშობლებს და მასწავლებლებს, საკუთარი შვილები მობილური ინტერნეტით უზრუნველყონ“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ექნებათ.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დიდი ქალაქების გარდა, ყველგან დასწრებული რეჟიმით განახლდება – დიდი ქალაქების სია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური