საეა-ში ჩატარდა დებატები ეკონომიკაზე
14 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა მეორე დებატები ეკონომიკაზე. “დებატები ეკონომიკაზე” არის საეას შიდა პროგრამა.
დებატები ჩატარდა გუნდური პრინციპით, თითოეული უნივერსიტეტი წარმოადგენდა ერთ გუნდს, რომელიც შედგებოდა 4 წევრისგან.
დებატებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა:
· თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
· ილიას უნივერსიტეტი
· საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
· კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
· შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დებატების ქეისებად შერჩეული იყო საქართველოს ეკონომიკაში არსებული აქტუალური საკითხები. დებატებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური:
· ლალი ღოღობერიძე (საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი)
· გიორგი ბაქრაძე (International School of Economics at Tbilisi State University- ISET)
· ზაზა ბროლაძე (პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) დირექტორის მოადგილე);
დებატები ჩატარდა ორ ტურად, პირველ ტურში მონაწილეობას იღებდა ხუთი სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდი, თუმცა ფინალურ ტურში მხოლოდ ორი მათგანი გადავიდა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ფინალურ ეტაპზე თსუ-ს გუნდმა გაიმარჯვა.
დებატების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდის “თსუ”-ის თითოეულ წევრს: მარიამ ჯიბუტს, შოთა ჯიბუტს ანა ახვლედიანსა და ნინო გრძელიშვილს გადაეცათ 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი. ასევე საუკეთესო მოდებატეებს: ნინო გრძელიშვილს და ანა გოგოლაძეს გადაეცათ წიგნები ეკონომიკის შესახებ.
-
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ბიზნეს გეგმების მიღებას იწყებს
by საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
-
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით ტრენინგები ჩატარდა
by საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
-
“ბიზნესსაკონსულტაციო ქსელმა – საქართველომ” ესტონეთიდან დელეგაციას უმასპინძლა
by საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია