საფრანგეთის ყველაზე ძვირადღირებული სასწავლებლები
ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული სასწავლებელი, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ელიტური ნაციონალური სკოლა, სადაც სწავლის საფასური 80 000 ევროს აღემატება. ამასთან, სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს სტუდენტებისთვის მიმზიდველ ქალაქებს შორის.
გამოცემა Challenges ჟურნალისტებმა, საფრანგეთის უმაღლესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლების წლიური რეალური საფასურიდან გამომდინარე შეადგინეს ქვეყნის ყველაზე ძვირადღირებული სასწავლებლების რეიტინგი.
ფრანგებისა და უცხოელებისთვის ყველაზე ძვირადღირებული სასწავლებელია ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა (ENA – École nationale d’Administration). ეს არის უნივერსიტეტის შემდგომი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროს ელიტარული სახელმწიფო დაწესებულება. სწავლის საფასური აქ შეადგენს 83 300 ევროს. ქვეყნის ზოგიერთ სასწავლებელში ხელისუფლება უკან უბრუნებს სტუდენტებს სწავლის საფასურს, ამასთან დაბრუნების პროცენტი შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვადასხვა. ENA-ში ეს პროცენტი ნულის ტოლია.
თანხას უკან არ აბრუნებენ საფრანგეთის უმაღლეს პოლიტექნიკურ სკოლაში (Polytechnique). სწავლის წლიური საფასური აქ 20 000 ევროა. ლიონის უმაღლეს სკოლაში (ENS Lyon) ჩაბარებისას მაგისტრატურის საფეხურზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს შენატანი-250 ევრო, ყოველწლიური სავალდებულო მოსაკრებელის სახით და სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 23 000 ევროს, რომლის დამთავრების შემდეგ ადმინისტრაცია სტუდენტს უბრუნებს სწავლების საფასურის 1%-ს.
უნივერსიტეტი პარიზი II (პარიზი პანთეონ-ასას) ყოველწლიურად იღებს სავალდებულო მოსაკრებელს 255 ევროს ოდენობით, სწავლის წლიური საფასურია – 6572 ევრო. დაბრუნების პროცენტი – 4%. პარიზის ცენტრალურ სკოლაში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 11 000 ევროს. დაბრუნების პროცენტი – 5%. მაგისტრატურაზე სავალდებულო მოსაკრებელი შეადგენს – 596 ევროს. დედაქალაქის კიდევ ერთი უნივერსიტეტი პარიზ-დოფინი იღებს ჩაბარების სავალდებულო მოსაკრებელს – 1800 ევროს ოდენობით, ხოლო სწავლის წლიური საფასური 10 455 ევროა. დაბრუნების პროცენტი აქ 17%-ს შეადგენს.
პარიზის პოლიტექნიკური კვლევების ინსტიტუტში (Sciences-Po Paris) ყოველწლიური სავალდებულო მოსაკრებელი 5900 ევროა, ხოლო სწავლის საფასური 13 707 ევროს შეადგენს. დაბრუნების პროცენტი კი 43%-ს. პარიზის საზოგადოებრივი საქმიანობის, მშენებლობისა და მრეწველობის სპეციალური სკოლა (ESTP) ყოველწლიური სავალდებულო მოსაკრებელის სახით 6096 ევროს იღებს, სწავლება კი 10 000 ევრო ღირს. სამაგიეროდ აბრუნებენ სწავლის საფასურის 61 %-ს.
დაბრუნების ყველაზე დიდი პროცენტი არის პარიზის უმაღლეს საინჟინრო სკოლაში (ESME Sudria) ყოველწლიური სავალდებულო მოსაკრებელი აქ 8487 ევროს, სწავლის წლიური საფასური 8140 ევროს, ხოლო დაბრუნების პროცენტი 100%-ს შეადგენს. ეს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია შედგენილ რეიტინგში, რომელიც სწავლის საფასურს ბოლომდე ანაზღაურებს დაბრუნების პროცენტით.
სწავლის ყველაზე ხელსაყრელი პირობები
ამასთანავე, ფრანგული გამოცემა L’Etudiant უკვე მეექვსედ აქვეყნებს საფრანგეთის იმ ქალაქების რეიტინგს, სადაც ექსპერტების შეფასებით სწავლის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია.
ძირითადი რეიტინგის შდგენისას სპეციალისტებმა საბაზისოდ გამოიყენეს სტუდენტებისთვის აქტუალური ცხრა თემა. ეს არის სწავლა, საერთაშორისო გავლენა, თავისუფალი დრო, კულტურა, სპორტი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი, გარემო პირობები და დასაქმება. სულ გათვალისწინებული იყო 37 კრიტერიუმი. განხილულ იქნა საქალაქო განათლების 41 დაწესებულება 8000 სტუდენტის რიცხოვნობით.
2012-2013 სასწავლო წლისთვის სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების ძირითადი რეიტინგის პირველ სამეულში მოხვდნენ ქალაქები ტულუზა, გრენობლი და მონპელიე. რეიტინგის პირველ ადგილზე მყოფი ქალაქის, ტულუზას, ან როგორც მას ადგილობრივები ეძახიან ”ვარდების ქალაქის” უპირატესობად ექპერტებმა დაასახელეს დაბალი ტარიფები საზოგადოებრივ ტრანსპორტში 26 წლამდე მოსახლეობისთვის.
გრენობლის სტუდენტები და L’Etudiant-ის ექსპერტები აფასებენ სპორტული მოედნებისა და ინვენტარით უზრუნველყოფისთვის. მონპელიეს ერგო მესამე ადგილი სტუდენტებისათვის განკუთვნილი უნივერსალური და გასართობი ადგილების მრავალფეროვნების არსებობის გამო.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე განთავსებულ იქნა მარსელი და ლიონი. საინტერესოა, რომ საფრანგეთის დედაქალაქი ”საერთაშორისო გავლენისა” და ”კულტურის” კატეგორიებში ლიდერობს, თუმცა ყველა სხვა დანარჩენ კრიტერიუმში რეიტინგის მხოლოდ მე-10 ადგილზე აღმოჩნდა.