GE

შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა

შატილში საჯარო სკოლა იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მიემართება. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საჯარო სკოლა, რომელსაც ცეცხლი უკიდია ერთადერთია მთელს შატილში და მასში სულ 8 მოსწავლე სწავლობდა.

ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.​

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური