საბაუნის პროფესორები „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია.
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს შორის არიან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორები, გიორგი მესხი და სიმონ ტაკაშვილი.
გამარჯვებული პროექტები:
გიორგი მესხი – „საავტორო უფლებების მემკვიდრეობით გადაცემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა)“.
სიმონ ტაკაშვილი – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით დადგენილი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და წარმოშობილ დავაში მხარეთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები”.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი