ცნობილია – რომელი დავალება იქნება რთული 2024 წლის აბიტურიენტის ხელოვნების ტესტში
ნინო ხუნდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელოვნების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი და იმ ტესტის ერთ-ერთი ავტორი, რომელზე მუშაობაც წელს 2024 წლის აბიტურიენტებს მოუწევთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტში “რთულ” დავალებას ასახელებს და ეს არის 15 ქულიანი დავალება, რომელიც ხელოვნების ნიმუშების შედარებით ანალიზს გვთხოვს.
გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
“ამ დავალებაში მოცემულია 4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც თქვენ ასრულებთ დავალებას და თითოეულ ამ პუნქტს შესაბამისი ქულა აქვს. რასაკვირველია, ყველაზე რთული გახლავთ ეს დავალება, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი და მეორე ნიმუშის აღწერა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია შედარებითი ანალიზის პრინციპის გამოყენება – რა არის ერთში, რა არის მეორეში და რა მსგავსება თუ განსხვავებაა მათ შორის. თუ იმასაც ამოიცნობთ და იმაზეც იმსჯელებთ, რატომ მოვიტანეთ მაინცადამაინც ეს ორი ხელოვნების ნიმუში ერთად, ეს სულმთლად სრულყოფილს გახდის თქვენ მიერ შესრულებულ დავალებას”, – განაცხადა ნინო ხუნდაძემ.
როგორც სპეციალისტმა 24 აპრილს გამართული ღია კარის დღის ფარგლებში ისაუბრა, 2024 წლის ხელოვნების ტესტი ქართული ხელოვნების ისტორიის ცოდნასაც შეამოწმებს.
საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი არ მალავს, რომ გარდა პროგრამაში მოცემული და აბიტურიენტებისთვის კარგად ნაცნობი ხელოვნების ნიმუშების მაგალითებისა, ტესტში უცნობი ხელოვნების ნიმუშიც იქნება მოცემული, მაგრამ სავარაუდო პასუხები ისეა შედგენილი, რომ სწორი პასუხის ამოცნობაში გამოსაცდელებს ანალიტიკური აზროვნება დაეხმარებათ. წარმატებისთვის კი, როგორც ნინო ხუნდაძე ამბობს, მთავარი ხელოვნების ვიზუალურ ნიმუშზე ყურადღებით დაკვირვებაა.
“ტესტში ერთ-ერთი დავალება არის 22 დახურული კითხვისგან შედგენილი და სამ ბლოკად განაწილებული, საიდანაც თითოეული ბლოკი შეეხება ერთ ან ორ სხვადასხვა ტიპის ხელოვნების ნიმუშს, აბიტურიენტმა კი უნდა შედაროს ეს ნიმუშები ან გააკეთოს მისი ანალიზი დახურული კითხვების მეშვეობით…
“სრულ გარანტიას გაძლევთ, რომ თუ თქვენ გაქვთ კარგად განვითარებული ანალიტიკური, ამოცნობისა და დაკვირვების უნარი, ტესტში მოცემული იმ 22 კითხვიდან, 19-ზე მაინც პასუხის გაცემის შანსი გაქვთ”, – განაცხადა ნინო ხუნდაძემ.
ტესტის ასევე შემოწმდება აბიტურიენტების ცოდნა ხელოვნებისთვის ძალიან საჭირო ტერმინების თვალსაზრისით.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება