სისტემაში 14 344 პრაქტიკოსი მასწავლებელი რჩება, შემოდგომის გამოცდით სტატუსი მხოლოდ 7 949 პედაგოგმა აიმაღლა – სტატისტიკა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლის) ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდების შედეგად, მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსი 7 949 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა აიმაღლა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დაახლოებით 470 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია.
ჩვენი კითხვის პასუხად გავიგეთ ისიც, რომ სისტემაში ისევ ძალიან დიდია იმ მასწავლებელთა რიცხვი, ვისაც კომპეტენცია არ დაუდასტურებია და შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული. კერძოდ კი, მასწავლებლის სახლისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით სისტემაში 14 344 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი რჩება.
რაც შეეხება მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს მათი სტატისტიკა ასეთია:
უფროსი მასწავლებელი 37 460
წამყვანი მასწავლებელი 2 908
მენტორი მასწავლებელი 261
დღეის მდგომარეობით სისტემაში სულ 59 952 მასწავლებელია.
რაც შეეხება სტატუსის ამაღლების საფუძველზე გაზრდილი დანამატის საკითხს, მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ის პედაგოგი, რომელსაც სტატუსი აუმაღლდა კონკრეტული თვის 10 (ათი) რიცხვამდე, დანამატს მიიღებს იმავე თვეს. თუ სტატუსის ამაღლება მოხდა კონკრეტული თვის 10 (ათი) რიცხვის შემდგომ, მასწავლებელი დანამატს მომდევნო თვიდან მიიღებს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება