შეხვედრას ალტე უნივერსიტეტი უმასპინძლებს – „კრიპტო ბაზრის ტენდენციები – ახალი რეალობა ფინანსურ სისტემაში“
შეხვედრების სერიის – “შეგიძლია” ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა გაიმართება თემაზე – „კრიპტო ბაზრის ტენდენციები – ახალი რეალობა ფინანსურ სისტემაში”.
თემაზე სასაუბროდ ალტე უნივერსიტეტში საინტერესო სპიკერებს ვუმასპინძლებთ:
- ავთანდილ კუჭავა – კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი და პიქსელ აკადემიის დირექტორი;
- ხვიჩა კოპინაძე – Cryptal.com-ის აღმასრულებელი დირექტორი.
კრიპტოვალუტა ფინანსური სისტემის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში მისი პოპულარობის ზრდამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა ფუნდამენტურად შეცვალა წარმოდგენები ფულსა და ინვესტიციებზე.
ამ დინამიკურ გარემოში ორიენტირება და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა აუცილებელია როგორც მოქმედი ინვესტორებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროთი დაინტერესებას.
15 აპრილი
15:00 საათი
ალტე უნივერსიტეტი
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია:
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი