GE

5 აპრილი, 2025

ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები

2 აპრილს დასრულდა რეგისტრაცია 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის.

იმ დარეგისტრირებულმა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს – „სპეციალური პირობები“, 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

გამოსაცდელებს საგნების არჩევა (დამატება ან შეცვლა), ასევე გამოცდის ენის შეცვლა 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ აგრეთვე საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელებმა გადაიხადეს გამოცდებზე რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აძლევს მათ საშუალებას 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

ასევე იხილეთ:

„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური