GE

სტუდენტები და დასაქმება: სამუშაოს ძებნა სწავლის პერიოდში იწყება

ფოტო –
2481

კონკურენტულ პირობებში სასურველი სამუშაოს პოვნა სულ უფრო რთულდება. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სტუდენტების უმრავლესობა სამსახურის ძებნას ადრეულ ეტაპზე, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იწყებს. ეს ფაქტი კი კონკურენტული შრომითი ბაზრითა და დამსაქმებლების მხრიდან კურსდამთავრებულებზე ნაკლები მოთხოვნით აიხსნება.

გამოკითხვის თანახმად, სტუდენტების 2/5-ზე მეტი სამუშაოს ძებნას უნივერსიტეტის დამთავრებამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე იწყებს. გამოკითხვაში სულ 17,737 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მონაწილეობდა და მათგან 42%-ზე მეტმა ჯერ კიდევ სექტემბერსა და ოქტომბერში დაიწყო აქტიურად სამსახურის ძებნა. მარტში ეს რიცხვი 61 %-მდე გაიზარდა.

ბრიტანეთის კარიერის კვლევის ცენტრის 2012 წლის მონაცემებით, საშუალოდ ერთი სტუდენტის მიერ შევსებული განაცხადების რაოდენობა 7-ს უტოლდება. ეს რიცხვი კი გასულ წელს 6 იყო. ამავე ცენტრის მონაცემებით სულ უფრო ნაკლები კურსდამთავრებული ტოვებს ერთ წელს და მიდის სამოგზაუროდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. მას არ სურს ხელიდან გაუშვას სასურველი სამუშაოს პოვნის შანსი. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 12% გეგმავდა ერთწლიანი შესვენების აღებას და მოგზაურობას ვიდრე დასაქმდებოდა.

მარტინ ბირშოლი, კვლევითი ცენტრის გენერალური მენეჯერი, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული სტუდენტთა დასაქმების კვლევის საკითხებში, ადასტურებს, რომ სულ უფრო იზრდება იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც მზად არიან დათმონ მოგზაურობისა და დასვენების შანსი სამსახურის შოვნის სანაცვლოდ. ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს.

წყარო: www.huffingtonpost.co.uk

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური