სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
ნია ბეჟიაშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
პროფესიის შესახებ
ბიზნესის ადმინისტრირება ადამიანებს აძლევს ფართო შესაძლებლობებს, სწორად მართონ რესურსები, მიიღონ გადაწყვეტილებები და სურვილის შემთხვევაში, საკუთარი საქმეც დაიწყონ. სფერო მოითხოვს პასუხისმგებლობას, ანალიტიკურ აზროვნებას, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარებს.
ბიზნესის ადმინისტრირება მნიშვნელოვანი ძალაა ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვისაც. ის აძლიერებს კომპანიებს და ხელს უწყობს ბაზრის ზრდას. ჩემთვის კი ეს პროფესია ნიშნავს შესაძლებლობას, მომავალში წარმატებული კარიერა შევიქმნა.
CIU-ს გარემოსა და პირობების შესახებ
CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ განავითარონ საკუთარი პოტენციალი, ჩამოაყალიბონ კარიერული მიზნები, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდნენ მათ რეალიზაციას, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების.
უნივერსიტეტი გამოირჩევა თანამედროვე, კომფორტული გარემოთი, აქტიური სტუდენტური ცხოვრებითა და მოსახერხებელი სასწავლო პირობებით, რაც სწავლას უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის.
რჩევა აბიტურიენტებს
აბიტურიენტებო, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი წინ გაქვთ, მაგრამ გახსოვდეთ: სწორი გადაწყვეტილება ის არის, რაც თქვენი გულით გსურთ. აირჩიეთ ის გზა, რომელსაც ინტერესით უყურებთ და სადაც საკუთარ მომავალს წარმოიდგენთ. ადამიანი წარმატებას მაშინ აღწევს, როდესაც აკეთებს იმას, რაც უყვარს. ამიტომ, გაბედეთ, აირჩიეთ ის, რაც გსურთ და ენთუზიაზმი ყოველთვის მიგიყვანთ წარმატებამდე.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი