გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
18 სექტემბერს, „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 150-წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რექტორის მოადგილე, ბატონი ბურაბ ზურაბაშვილი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.
გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის მონაწილეებს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
პლენარულ სხდომაზე პროფესორებმა – ვიანორ ახალაიამ, ლევან ბრეგაძემ, გიორგი გოგოლაშვილმა და თამაზ ხმალაძემ მოხსენებები წარმოადგინეს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა კი ბატონ თამაზ ხმალაძეს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი სამეცნიერო და შემოქმედებითი ღვაწლისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საპატიო მედალი და დიპლომი გადასცა.
კონფერენციის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, კონფერენციის მონაწილეებსა და იდეის ავტორთან, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილთან ერთად, საზეიმოდ გახსნა „დედა ენის“ აუდიტორია. აღნიშნული სივრცე მიზნად ისახავს ქართული ენისა და მშობლიური მწერლობის პოპულარიზაციას, სასწავლო პროცესის შემოქმედებითად გამდიდრებასა და სტუდენტებისთვის კიდევ ერთი აკადემიური სივრცის შექმნას.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ ასამდე ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგ სექციებში: განათლება, მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბუნებისმეტყველება, სპორტი, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ლიტერატურა, ისტორია.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლოძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი