სწავლების დღიური ლიმიტი ოთხი საათი უნდა იყოს
NUT (National Union of Teachers)-ს, პედაგოგთა ეროვნულ გაერთიანებას, სურს სწავლების დღიური ლიმიტი დააწესოს და მასწავლებლის საკლასო საათები კვირაში 20სთ-მდე დაიყვანოს, რადგან მათ ნაკლები დრო რჩებათ საკუთარი შვილებისათვის და გვიანობამდე მუშაობენ.
პედაგოგთა ეროვნულმა გაერთიანებამ (NUT) გააკეთა განცხადება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაო საათების თაობაზე. ახალი წესით დადგენილი 20 საათიანი გრაფიკიდან 10 საათი დაეთმობა გაკვეთილისთვის მზადებას, 5 საათი სხვა აქტივობებს და დარჩენილი 5 საათი მშობლებთან შეხვედრების.
გახარჯული დროის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს მასწავლებლის სამუშაო გეგმაში. გასულ წელს, მასწავლებელთა სამუშაო საათები დრამატულად გაიზარდა, რაც ხელისუფლების და სკოლის ინსპექტორატის მოთხოვნით იყო განპირობებული. სწორედ ამის გამო მასწავლებლებმა მიმართეს NUT-ს ლივერპულში გამართული კონფერენციის დროს.
მათი განცხადებით პედაგოგებს არ რჩებათ დრო საკუთარი შვილებისთვის, ზოგჯერ სადილისთვისაც კი და ხშირად მათ შუაღამემდე მუშაობაც კი უწევთ. მასწავლებლებმა გააპროტესტეს სამუშაო დროის ხანგრძლივობა და აღნიშნეს, რომ უმეტეს დაწყებით სკოლებში ისისნი მუშაობენ 50 საათზე მეტს კვირაში, საშაუალო სკოლებში კი 49 საათს.
მიმდინარე ხელშეკრულება, რომელიც სკოლებსა და პედაგოგთა კავშირს აქვს გაფორმებული ითვალისწინებს მასწავლებლის მხრიდან ზესამუშაო საათების საჭიროებას და დირექტორის მოთხოვნის შემთხვევაში სკოლაში დარჩენას. ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული დროის ლიმიტი, რომელიც მასწავლებლის სამუშაო საათებს განსაზღვრავს კვირის განმავლობაში, ასევე ხელშეკრულების მიხედვით, მთელი პედაგოგთა გუნდი კვირის მანძილზე 32 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს სკოლაში. ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მასწავლებლები უნდა დარჩნენ სამუშაოზე „თუკი ეს საჭიროა მათი პროფესიული საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისათვის“.
რიჩარდ როსმა, Cambridgeshire-ის მასწავლებელმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მასწავლებლებს ჭამის დროც არ აქვთ. ბევრი მასწავლებელი ელექტრონული ფოსტით წერილებს შუაღამით აგზავნის, რადგან მათ მთელი დღის მანძილზე ამისთვის არ სცალიათ. მის კოლეგებს ძალიან ცოტა დრო აქვთ საკუთარი შვილებისთვის.
ქრისტოფერ დენსონმა, მასწავლებელმა Coventry-დან, განაცხადა, რომ მასწავლებელთა სამუშაო დატვირთვა აბსოლიტურად არამდგრადია. „აუცილებელია, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ მასწავლებელთა გაერთიანების ხელშეკრულებით დადგენილი პირობების უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს სამუშაო კვირაში მასწავლებელთა 35 საათიან დატვირთვას “ – განაცხადა მან.
მაგრამ პროფესორმა ალან სმითმა, რომელიც მუშაობს განათლების ცენტრში და ბუკინგემის უნივერსიტეტში, განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა არის სასაცილო და დამღუპველი პროფესიონალების საჯარო იმიჯისთვის.
„მასწავლებლები ძირს უთხრიან განათლების ძირეულ საკითხს და ძველი პროფკავშირის დონეზე აყენებენ არარეალურ მოთხოვნებს. რეალურალდ სწავლება დამოკიდებულია კარგ მომზადებასა და მკაცრი აღრიცხვის პირობებზე, მოსწავლეებთან მუდმივ კონტაქტზე და დავალებული მასალის მოთხოვნაზე, მათთან გამუდმებულ მუშაობაზე. თუ ჩვენ მასწავლებელთა სამუშაო საათებს ლიმიტირებულს გავხიდით, მაშინ როცა მათი მხრიდან ფინანსური მოთხოვნაც დიდია, ეს უკვე სასაცილო ხდება, რადგან ამ მოთხოვნით მასწავლებლები არამარტო სასწავლო პროცესს აბრკოლებენ, არამედ საკუთარ ფინანსურ დაინტერესებასაც აზრს უკარგავენ“- განაცხადა მან.
„ზედმეტი ბიუროკრატიისა და ქაღალდებთან მუშაობის პროცესის შეკვეცით, ჩვენ მივაღწვთ საუკეთესო შედეგებს მასწავლებელთა მხრიდან სწავლების პროცესში და მოსწავლეთა განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს შევქმნით“ – განაცხადა განათლების დეპარტამენტის პრეს მდივანმა.
წყარო: http://www.guardian.co.uk