GE

თანამედროვე ტექნოლოგიები და ბავშვის აღზრდა: სად ცდებიან მშობლები?

ფოტო –
2464

წამყვანი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მშობლები, რომლებიც მუდმივად სარგებლობენ სმარტფონით და აიპადით ბავშვების თანდასწრებით, შესაძლებელია უბიძგებდნენ მათ ტელევიზორისა და კომპიუტერის მიმართ სამუდამო დამოკიდებულებისკენ.

ექიმ არიკ სიგმანის აზრით, ახალი მედიასამყაროს პირისპირ ამგვარი “პასიური აღზრდა” ფაქტიურად უგულებელყოფის ფორმაა. ის ბრიტანეთის წამყვან ექიმთა დაჯგუფებას ატყობინებს, რომ ასეთმა მზარდმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, ურაყოფითად იმოქმედოს მომავალი თაობის, როგორც ფიზიკურ, ისე, გონებრივ განვითარებაზე.

მოზარდის მიდრეკილებამ – გაატაროს დიდი დრო კომპიუტერთან, შესაძლოა გამოიწვიოს მისი გონებრივი და ფიზიკური გამოფიტვა.

უახლესი სტატისტიკის თანახმად, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები საშუალოდ დღეში 6 საათზე მეტს ატარებენ ეკრანის წინ. ეს მაჩვენებელი შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ აქ არ შედის სახლის გარეთ კომპიუტერის და სხვადასხვა მოწყობილობის, მაგალითად სმარტფონების მოხმარების დრო.

დოქტორ ერიკ სიგმანი მიიჩნევს, რომ ტელევიზორი აკრძალული უნდა იყოს იმ მცირეწლოვნებისთვის, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ სიარულს, ხოლო მათთან შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის უნდა დაწესდეს შეზღუდვა. ის აფრთხილებს მშობლებს, რომლებიც ტექნოლოგიას იყენებენ ”ძიძებად”, რომ ისინი ხელს უწყობენ მათი შვილების დაავადებას.

ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა ნაშრომები და კვლევები ააშკარავებენ ეკრანის წინ გატარებული დროით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს: სიმსუქნე, მაღალი ქოლესტერინი, არტერიული წნევა, უძილობა და აუტიზმი. ზოგიერთი პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალოდ გადაჭარბებული ჭამით და ვარჯიშის ნაკლებობით, სხვა პრობლემები კი ჰორმონების ფონის ცვლილებით ან ყურადღებისა და კონცენტრაციის დაკარგვით.

გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ კომპიუტერული თამაშებისა და ნარკოტიკული თუ ალკოჰოლის შემცველი პროდუქტის მოხმარების დროს ტვინის რეაქცია იდენტურია.

სამეფო კოლეჯის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ქალაქ გლაზგოში დოქტორმა განაცხადა: “ბავშვები თუ მოზარდები ფორმალურად დამოკიდებულნი ხდებიან ეკრანულ ტექნოლოგიაზე, მათ უმეტესობას ტექნოლოგიების ზედმეტი სარგებლობით განვითარებული აქვთ არაჯანსაღი დაქვემდებარება ტექნიკის მიმართ.”

სიგმანი მიიჩნევს, რომ თუ ტელევიზორს დავდგამთ საძინებელს გარეთ, ბავშვები, რომლებსაც ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესში აქვთ, აღარ დაინტერესდებიან ტელევიზორით.

ტელევიზორის ყურების დრო 3-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უნდა შემცირდეს საათნახევრამდე დღეში. ასაკით უფროს ბავშვებს უნდა გამოეყოთ მხოლოდ 2 საათი სატელევიზიო პროგრამების და კომპიუტერული თამაშებისთვის.

ექიმ სიგმანის აზრით “პასიური აღზრდა” უყურადღებობის ფორმაა, აქტიური აღზრდა კი შემდგომში მნიშვნელოვან განსხვავებას გვაძლევს. მშობლის მიერ შემოღებული წესები და შეზღუდვები ბავშვების მიმართ კომპიუტერის, ტელევიზორის, თუ სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ისევე მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ტექნიკურ საშუალებებთან გატარებულ დროს, როგორც ამ მოწყობილობების განთავსება საძინებელი ოთახის გარეთ. სიგმანი შორსაა აზრისაგან გაუფრთხილდეს ახალგაზრდა თაობის სიყვარულს ტექნოლოგიისადმი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ახალგაზრდა ბრიტანელები სოციალურმა ქსელებმა ჩამოაყალიბა ეგრეთწოდებულ “ელეანორ რიგბის” თაობად, რომელიც მოწყვეტილია ოჯახსა და მეგობრებს.

ბრიტანეთის ერთ-ერთმა ცნობილმა მეცნიერმა სუზან გრინფილდმა არაერთხელ განაცხადა, რომ სოციალური ქსელები ყურადღების გაფანტვით ზიანს აყენებს ბავშვის გონებას, რაც იწვევს მყისიერ სიამოვნებას და ხელს უწყობს ახალგაზრდების ეგოისტებად ჩამოყალიბებას. მუდმივად კომპიუტერის გამოყენება ინფანტილურს ხდის ტვინს – ამბობს მეცნიერი.

წყარო: http://www.dailymail.co.uk

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური