თავდაცვის აკადემიაში დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი შედგა
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/04/338927940_1468622863667211_7001830950874443345_n-458x257.jpg)
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის, სტაბილიზაციის ცენტრის, სტრატეგიისა და ომის ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დელეგაციას აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის შტაბის G – 5 სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ყავლაშვილი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი და კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერები.
ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროები გააცნო.
მხარეებმა განიხილეს ერთობლივი კვლევითი საქმიანობის და აკადემიასთან თანამშრომლობის საკითხები.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია