GRUNI-ს თეატრალურმა დასმა ფესტივალზე – „ნიღაბი“ წარმატებას მიაღწია
თბილისის მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – „ნიღაბი“ წელს მეთორმეტედ გაიმართა. ფესტივალში წელსაც წარმატებით მონაწილეობდა გრუნის თეატრალური დასი, რომელმაც მაყურებლის წინაშე დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ წარადგინა.
უნივერსიტეტის მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფესტივალზე გრუნის თეატრალური დასი ნომინირებული იყო 5 კატეგორიაში, საიდანაც გამარჯვება მოიპოვა 3 ნომინაციაში:
- მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ლუკა მეგრელაძე;
- მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ზუკა ჩოგოვაძე;
- ქალის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ელენე მოდებაძე.
სტუდენტთა შემოქმედებით ოსტატობას აფასებდნენ საქართველოს კინოსა და თეატრის წამყვანი რეჟისორები და მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, თემიკო ჭიჭინაძე, მარიამ როინიშვილი, ეკა მჟავანაძე, აპოლონ კუბლაშვილი და სხვები.
სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ თავისუფალი თეატრის მსახიობი და რეჟისორი – თინათინ კორძაძე, სამხატვრო ხელმძღვანელები – ოთარ ლასხიშვილი და ხატია მარკოზაშვილი.
„ვულოცავთ გრუნის თეატრალურ დასს ამ აღიარებას და მომავალშიც მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ“, – აცხადებენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
ცნობისთვის, მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ნიღაბი“ 2012 წელს დაარსდა. მისი მიზანია სტუდენტებს შორის პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარება, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა“ – GRUNI-მ ექიმებისთვის ტრენინგი ჩაატარა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი